|
374 |
---|
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიები: შეიტანეთ განაცხადი 4 სექტემბრამდე
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ახალი კონკურსი გამოაცხადა.სტიპენდიები განკუთვნილია აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრები აქტივისტებისა და სამოქალაქო აზროვნების მქონე ქალებისა და კაცებისთვის, რომელთაც თავიანთ საზოგადოებებში დადებითი ცვლილებების შეტანა სურთ. ახალი კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეებთან კავშირის გაუმჯობესებაზე კონცენტრირდება. მაგალითად, საკონკურსო პროექტი შეიძლება იყენებდეს ციფრულ გადაწყვეტებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონიტორინგის/შეფასების გასაუმჯობესებლად, ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული მონაცემების შესაგროვებლად და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ან ორგანიზაციების მართვის გაუმჯობესებული სისტემების შესაფასებლად თუ მხარდასაჭერად. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი და გადაეცემათ 5,000 ევრო დასახულ მიზანთა განსახორციელებლად და საქმიანი კავშირების დასამყარებლად. კონკურსის ფარგლებში ორი სახის სტიპენდიები გაიცემა: სამოქალაქო ჩართულობის სტიპენდიები და ციფრული სამოქალაქო სტიპენდიები. ეს უკანასკნელი განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი და კარგად იციან ინგლისური ენა. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 4 სექტემბერი. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 26 ივლისს საინფორმაციო ვებინარი ჩატარდება. პროგრამის, სააპლიკაციო პროცესისა და სტიპენდიების შესახებ მეტის გასაგებად ვებინარზე დარეგისტრირება უკვე შესაძლებელია. დამატებითი ინფორმაცია 2023 წლის სასტიპენდიო განაცხადის გზამკვლევი დახურვის თარიღი:სექტემბერი 4, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu |
01-08-2023
წყარო: ევროკავშირი
08-04-2019 საქართველო დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე მეორედ წარდგება |
---|
01-05-2019 მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა |
02-04-2019 ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება |
04-10-2019 ქართული კომპანია მსოფლიო ბრენდის M&S ოფიციალური მიმწოდებელი გახდა |