|
417 |
---|
სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. სტუდენტთა დახმარების პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება პროგრამით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას. განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე. დაინტერესებულ პირებს განაცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ სამინისტროში მატერიალური ფორმით (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4) დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1456&gid=6&ppid=12
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი |
02-08-2023
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
13-06-2019 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს |
---|
25-03-2019 8 ავიაკომპანიიდან, სადაც მგზავრებს ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობენ, 3 საქართველოში დაფრინავს |
07-05-2019 კატარში სასტუმროს აუზში ცურვის გამო უკრაინის რადის სპიკერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო |
16-11-2022 როგორ გადავიდეთ არა ბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე? - ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები |