საგრანტო კონკურსი
ნავიგატორი
690


საგრანტო კონკურსი

უნიკალური ნომერი: 001745

კონკურსის შესახებ:

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის-” ფარლებში, CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან, ქედისა და გურიის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებთან ერთად (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსებს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებისათვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების პრიორიტეტების შესაბამისად, აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თემების კეთილდღეობის და ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა, კონკურენტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა, ინოვაციური პროექტების განხორციელება, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება თანამონაწილეობრივი და სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

საგრანტო კონკურსებში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 მაისი, 17:00 საათი.

ოზურგეთის საგრანტო კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://rb.gy/cnazmw

ლანჩხუთის საგრანტო კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://rb.gy/0c33bp

ჩოხატაურის საგრანტო კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://rb.gy/vblpxv

_

ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტსმწვანე გურიაადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვისახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.

მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


წყარო: CENN

დამატებულია: 08-04-2024

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-05-2024

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 14 დღე;






08-04-2024

საგრანტო კონკურსი

04-04-2024

CULTURAL SMALL GRANTS PROGRAM 2024

09-10-2023

ინოვაციების ფონდის საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისთვის

02-05-2024

საგრანტო კონკურსი

02-05-2024

საგრანტო კონკურსი

08-04-2024

საგრანტო კონკურსი

04-04-2024

CULTURAL SMALL GRANTS PROGRAM 2024

09-10-2023

ინოვაციების ფონდის საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისთვის


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ