სიახლეები
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს თემატურ, სამხატვრო კონკურსს კომპანიის სლოგანის/გზავნილის თემაზე „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“, რომლის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული. კონკურსის საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კომპანიის გუნდი, მეორე ადგილის მფლობელს კი შეარჩევს Facebook მომხმარებელი მოწონებების საშუალებით.

გამარჯვებულებს გადაეცემათ 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები.

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: სსე




ფრიბურგის უნივერსიტეტი (შვეიცარია) აცხადებს მიღებას დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის მოკლევადიანი კვლევითი ვიზიტის განხორციელების მიზნით. 

დოქტორანტებისათვის ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება მაქსიმალური 4 თვით, სტიპენდიის ოდენობა _ 1900 შვეიცარიული ფრანკით. 

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: ფრიბურგის უნივერსიტეტი




„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და ელჩის პირველი მდივანი შინჯი სოიამა მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს კონკურენტული უპირატესობების შესახებ იმსჯელეს და იაპონელი ინვესტორებისთვის საინტერესო სექტორებზე გაამახვილეს ყურადღება.

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: newposts.ge




საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა. საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2018 წლის 28 ივნისს, ჰონგ კონგში „ერთი სარტყელი - ერთი გზის" სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: newposts.ge




საქართველოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წელს, სულ 1 222 153 ფიზიკური პირის შემოსავალი დეკლარირდა. PMC კვლევის მიხედვით, ფიზიკური პირების 46%-ის (565 950 ადამიანი) ყოველთვიურმა შემოსავალმა საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის (9 826 ადამიანი) შემოსავალმა კი - 8 333 ლარზე მეტი შეადგინა. 2017 წელს, თვეში საშუალოდ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ფიზიკურ პირთა 74%-ს (914 227 ადამიანი), 1000 ლარზე მეტი კი 26%-ს (307 926 ადამიანი) დაუფიქსირდა.

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: newposts.ge




საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 16 თებერვლისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6413 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6420 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0007-ით გამყარდა.

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: newposts.ge




საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სს "ელმავალმშენებელის" ხელმძღვანელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: commersant.ge




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისში ტექსტილის საწარმო „MGM TEX" დაათვალიერა. გიორგი ქობულია საწარმოს სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძესთან და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ეწვია. სტუმრები ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესს, შეხვდნენ საწარმოს ხელმძღვანელობას.

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: commersant.ge




"მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა", – ამის შესახებ მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები აცხადებენ. 

როგორც Bm.ge-ს "ნოზაძის მეფრინველეობის ფაბრიკის" დამფუძნებელმა მამუკა ნოზაძემ განუმარტა, ამის არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა, ლარის კურსის ზრდა, ენერგომატარებლების გაძვირება, დღგ-ს გადასახადი, რომელსაც მეფრინველეობის დარგი იხდის და სხვა. 

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: commersant.ge




მეთხილე ფერმერი ჯემალ თორდია პლანტაციების შეწამვლას მარტის ბოლოდან გეგმავს. მას თხილის ბაღები ზუგდიდის რაიონში, 12 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული. 

როგორც ჯემალ თორდია BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, ფაროსანას და თხილის სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად, კომბინირებულად, 1 ჰექტარი ფართობის წამლობა საშუალოდ, 120 ლარი ჯდება. 

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: commersant.ge




კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს. კერძოდ, კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა ამ დროისთვის გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში ორი სადგურის სამშენებლო ნებართვა გაცემულია, გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარდა კიდეც, თუმცა არასამთავრობოების და მოსახლეობის პროტესტის შემდეგ პროცესი დროებით შეჩერებულია.

დამატებულია: 15-02-2019
წყარო: commersant.ge




საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.

 

 

დამატებულია: 15-02-2019
წყარო: commersant.ge







სიახლეების გამოწერა


2019 Oct
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ