სიახლეები
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისში ტექსტილის საწარმო „MGM TEX" დაათვალიერა. გიორგი ქობულია საწარმოს სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძესთან და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ეწვია. სტუმრები ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესს, შეხვდნენ საწარმოს ხელმძღვანელობას.

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: commersant.ge




"მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა", – ამის შესახებ მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები აცხადებენ. 

როგორც Bm.ge-ს "ნოზაძის მეფრინველეობის ფაბრიკის" დამფუძნებელმა მამუკა ნოზაძემ განუმარტა, ამის არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა, ლარის კურსის ზრდა, ენერგომატარებლების გაძვირება, დღგ-ს გადასახადი, რომელსაც მეფრინველეობის დარგი იხდის და სხვა. 

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: commersant.ge




მეთხილე ფერმერი ჯემალ თორდია პლანტაციების შეწამვლას მარტის ბოლოდან გეგმავს. მას თხილის ბაღები ზუგდიდის რაიონში, 12 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული. 

როგორც ჯემალ თორდია BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, ფაროსანას და თხილის სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად, კომბინირებულად, 1 ჰექტარი ფართობის წამლობა საშუალოდ, 120 ლარი ჯდება. 

დამატებულია: 17-02-2019
წყარო: commersant.ge




კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს. კერძოდ, კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა ამ დროისთვის გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში ორი სადგურის სამშენებლო ნებართვა გაცემულია, გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარდა კიდეც, თუმცა არასამთავრობოების და მოსახლეობის პროტესტის შემდეგ პროცესი დროებით შეჩერებულია.

დამატებულია: 15-02-2019
წყარო: commersant.ge




საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.

 

 

დამატებულია: 15-02-2019
წყარო: commersant.ge




მთავრობის მიერ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება.

 

დამატებულია: 15-02-2019
წყარო: commersant.ge




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე არ უპასუხებენ კითხვას, განიხილება თუ არა მემორანდუმის გადახედვის საკითხი, მემორანდუმისა, რომლითაც მაჭახელას ხეობაში ჰესის აშენება იგეგმება. მემორა

დამატებულია: 15-02-2019
წყარო: commersant.ge




ფინეთში გარანტირებული ძირითადი შემოსავლის ორწლიანი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება.

ექსპერიმენტის ფარგლებში ფინეთის მთავრობამ დაახლოებით ორი წლის წინ 2000 უმუშევარ ადამიანს ყოველთვიური ძირითადი შემოსავალი დაუნიშნა უმუშევრობის სარგებლის ნაცვლად. ექსპერიმენტის მონაწილეები თვეში 560 ევროს იღებდნენ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიუხედავად იმისა, ამ პერიოდში ისინი შეძლებდნენ სამსახურის შოვნას თუ არა.

დამატებულია: 15-02-2019
წყარო: bpn




14 თებერვლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები.

დამატებულია: 15-02-2019
წყარო: bpn




ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის.

დამატებულია: 15-02-2019
წყარო: bpn




2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით მეტია.

დამატებულია: 15-02-2019
წყარო: bpn




გასული წლის იანვარ-დეკემბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4 მლნ ტონით შემცირდა.

კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 41.1 მილიონი ტონა შეადგინა.

დამატებულია: 15-02-2019
წყარო: bpn







სიახლეების გამოწერა


















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ