სიახლეები
ნავიგატორი
გამოტანილია 01-05-2019-ის სიახლეები


1-5 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 52-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

ივანე მაჭავარიანი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი მაკდონალდთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, სკოტ დოუსონთან, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: mof.ge




11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდება მთაწმინდის პარკში (11:00 – 18:00 საათი).

11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2018 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ იგემონ საუკეთესო ღვინოები.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალი ტრადიციულად დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით.

ფესტივალის მუსიკა: „ნალი ბენდი“, რეზო

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: საქართველოს ღვინის კლუბი







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ