სიახლეები
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
გამოტანილია 13-06-2019-ის სიახლეები


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. რეგიონში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტია წარმოდგენილი. ღონისძიებაში 12 ქვეყნის 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია.

საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ იმართება. WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს გა

დამატებულია: 13-06-2019
წყარო: imedinews.ge




საქართველოს ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობაში პრობლემებს ვერავინ იპოვის, რადგან ისინი უბრალოდ არ არსებობს.

ამის შესახებ მინისტრმა TV პირველის ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

„როცა აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, აქ პრობლემებს ვერავინ იპოვის, რადგან უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ურთიერთობა.

დამატებულია: 13-06-2019
წყარო: pia.ge




2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1 466.8 მლნ აშშ დოლარი (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.3 მლნ აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები) იყო.

დამატებულია: 13-06-2019
წყარო: bpn.ge




ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი Ford-ი მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს, წერს გამოცემა BBC-ი. 

კომპანიის ცნობით ამის მიზეზია სამუხრუჭე სისტემაში არსებული ხარვეზი, რომელიც საჭეს მწყობრიდან გამოიყვანს. Ford-ი ამ გადაწყვეტილების შედეგად $180 მილიონით იზარალებს.  

დამატებულია: 13-06-2019
წყარო: imedinews.ge




Huawei-მ ახალი პროდუქტის წარდგენის შესახებ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. ამის შესახებ BBC კომპანიის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

ჩინური კომპანია მიმდინარე კვირას ახალი ლეპტოპის წარდგენას გეგმავდა, თუმცა განმარტა, რომ ეს შეუძლებელია. 

მისივე თქმით, პროდუქტს განადგურება ემუქრება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ჩინური ტექნოლოგიების გიგანტი შავ სიაში.  

დამატებულია: 13-06-2019
წყარო: imedinews.ge




თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს.

აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან  ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. თიბისი 5.75%  წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის,  რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დამატებულია: 13-06-2019
წყარო: netgazeti.ge




საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს. უწყებამ შესაბამისი ვაკანსია უკვე გამოაქვეყნა. განაცხადების მიღება 8 ივლისამდე იწარმოებს.

როგორც ვაკანსიაშია აღნიშნული, მთავარი რისკის ოფიცერს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის დონეზე) ფინანსების ან/და თეორიული ფიზიკის ან/და მათემატიკის სპეციალიზაციით;

დამატებულია: 13-06-2019
წყარო: 1tv.ge





სიახლეების გამოწერა


2019 Jun
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ