სიახლეები
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
გამოტანილია 25-06-2019-ის სიახლეები


კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მაისში წინა თვესთან შედარებით 3.71%-ით - 858 მლნ ლარით 24.01 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

მაისში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 504 მლნ ლარით, მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობა კი 353 მლნ ლარით გაიზარდა.

დამატებულია: 25-06-2019
წყარო: pia.ge




Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს ორგანიზებით და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ZEG – Tbilisi Storytelling Festival - რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალმა სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები გააერთიანა, რომლებმაც აუდიტორიას ამბის გადმოცემის თავიანთი უნიკალური ხერხები გაუზიარეს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაცფესტივალის განმავლობაშ

დამატებულია: 25-06-2019
წყარო: pia.ge




„წელს, ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში“, - ამის შესახებ ისრაელის სახლის თავმჯდომარემ, იციკ მოშემ ღონისძიებაზე „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019“ განაცხადა.

„ჩვენ ვმონაწილეობთ ევროსაბჭოს ამ გამოფენაში. ისრაელის სახლი წარმოადგენს თავის საქმიანობას. ვუერთდებით ეროვნულ ინტერესებს ტურიზმის სფეროში. 1 ივლისს ვიქნებით ბარსელონაში, შევხვდებით ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპაში მუშ

დამატებულია: 25-06-2019
წყარო: reportiori.ge




კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მაისში წინა თვესთან შედარებით 3.57%-ით (958 მლნ ლარით) გაიზარდა და 27.63 მლრდ ლარს მიაღწია. სტატისტიკურ მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დამატებულია: 25-06-2019
წყარო: pia.ge




2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 959.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 1 466.7 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 3 492.8 მლნ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა.

დამატებულია: 25-06-2019
წყარო: bpn.ge




საქართველოს ბანკმა არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის კონფერენცია - ‘”ინვესტორთა დღე” გამართა.

ღონისძიების მიზანი იყო ინვესტორებისთვის უკეთ გაეცნო საქართველო, როგორც რეგიონში გამორჩეული საინვესტიციო ქვეყანა ეკონომიკური მიმზიდველობით, ბიზნესის კეთების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, სტაბილური საბანკო სისტემით. 

დამატებულია: 25-06-2019
წყარო: pia.ge




ლარმა გაუფასურების ახალი მაქსიმუმი დააფიქსირა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7945 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7798 ლარი იყო.

დღემდე ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2019 წლის 28 მაისს დაფიქსირდა. კერძოდ, იმ დღეს დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2,7876 ლარი იყო.

დამატებულია: 25-06-2019
წყარო: infonews.ge




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილეს.

“დღევანდელი შეხვედრა იყო ჩვენი ინიცირებული,  რომ მოკლე ვადებში შეგვეტყო თუ  რა მდგომარეობაა. დღეს  მოვისმინეთ, რომ ჩვენი სექტორის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს დიდი დანაკლისი, რომელიც ხელშესახები და შესამჩნევია.

დამატებულია: 25-06-2019
წყარო: pia.ge







სიახლეების გამოწერა


2019 Jun
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ