სიახლეები
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
გამოტანილია 03-06-2019-ის სიახლეები


დღეიდან მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები დაწესდა. კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება.

უფრო კონკრეტულად, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ო

დამატებულია: 03-06-2019
წყარო: bpn.ge




“ჩვენთვის პრიორიტეტია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდეს.

დამატებულია: 03-06-2019
წყარო: kvira.ge




საქსტატის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 4.7% შეადგინა, რაც მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 % შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ითაა განსაზღვრული.

დამატებულია: 03-06-2019
წყარო: bpn.ge




სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7 პროცენტი შეადგინა.

წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, სამომხმარებლო ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს – 3 პროცენტს აღემატება.

დამატებულია: 03-06-2019
წყარო: 1tv.ge




2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან  მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა 67 პროცენტია.

დამატებულია: 03-06-2019
წყარო: 1tv.ge




2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ექსპორტის გაზრდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ასე გამოიყურება: აშშ - 126% (322835 ბოთლი), ჩინეთი - 27% (2972733) და პოლონეთი - 18% (1540182).

დამატებულია: 03-06-2019
წყარო: bpn.ge




ევროკავშირის ქვეყნებში იკრძალება ყველა ერთჯერადი ჭურჭელი და ყურის ჩხირები, გარდა ჭიქებისა.

ევროკავშირის ქვეყნებში 2021 წლიდან აიკრძალება პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის (одноразового пластика ) წარმოება და გამოყენება.

აკრძალული იქნება პლასტმასის მილაკები, თეფშები და სხვა ჭურჭელი (ჭიქების გარდა). შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის ქვეყნებმა.

დამატებულია: 03-06-2019
წყარო: intermedia.ge




შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ცნობით, რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

დამატებულია: 03-06-2019
წყარო: imedinews.ge







სიახლეების გამოწერა


2019 Jun
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ