სიახლეები
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
გამოტანილია 05-06-2019-ის სიახლეები


თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სტრუქტურებს მრგვალ ბაღში წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა. სხვა პროექტებთან ერთად, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

კახა კალაძის განცხადებით, კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, ის მრგვალი ბაღის რეაბილიტაციას ვეღარ გააგრძელებს. 

დამატებულია: 05-06-2019
წყარო: imedinews.ge




რიანა ახლა მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსია, თუმცა, ამის მიზეზი მუსიკალური ინდუსტრიიდან მიღებული ქონება კი არა, მისი პოპულარული ბრენდი Fenty-ია.

31 წლის ბარბადოსელმა პოპვარსკვლავმა Fenty Beauty-ის ხაზი 2017 წელს გამოუშვა და ფორბსის ინფორმაციით, ახლა მისი ქონება $600 მილიონს უდრის. 

დამატებულია: 05-06-2019
წყარო: on.ge




26 მაისს დასრულდა ვითიბი ბანკის გათამაშება, რომელიშიც ჩართვა ნებისმიერი ქართული ბანკის MasterCard-ისა და Visa ბარათის მფლობელს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო, რაც შეიძლება მეტი გადარიცხვის განხორციელება ვებგვერდიდან. გამარჯვებულები ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა.

დამატებულია: 05-06-2019
წყარო: on.ge




მერიამ თაბუკაშვილის 46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შენობა დაახლოებით 150 წლისაა. ის თავდაპირველად დაწყებით სამხედრო სკოლას, ხოლო შემდგომ კადეტთა კორპუსს ეკუთვნოდა. 

დამატებულია: 05-06-2019
წყარო: imedinews.ge




1-ელი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვლება. კერძოდ, შემცირდება ერთი საათით და ერთი წლის განმავლობაში მეტრო იმუშავებს დილის 06:00-დან 23:00 საათამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. „ამისთვის გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი.

დამატებულია: 05-06-2019
წყარო: imedinews.ge




მიმდინარე წლის 5 თვეში, საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განაცხადეს.

კონსორციუმში ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიწოდებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა პროგნოზირებულზე სწრაფად იზრდება.

დამატებულია: 05-06-2019
წყარო: bpn.ge




2019 წელს ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება - ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „აიფიემ კვლევაში“.

"კომპანიამ „აიფიემ კვლევები“ გასული წლის ივნისში საზოგადოებას შესთავაზა სტატიასათამაშო ბიზნესის მედია გაშუქების თაობაზე საქართველოში. საკითხი აქტუალობას არც მიმდინარე წელს კარგავს.

დამატებულია: 05-06-2019
წყარო: bpn.ge




ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES დაიწყო.

პირდაპირი რეგულარული რეისები ხარკოვიდან და ოდესიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით უკვე შესრულდა. რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს ბოინგ 737-800 ხორციელდება.

დამატებულია: 05-06-2019
წყარო: pia.ge







სიახლეების გამოწერა


2019 Jun
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ