2019 წლის 1 მაისიდან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით იწყებენ 26-თვიან პროექტს. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში.
დამატებულია: 18-07-2019 წყარო: CARE International in the Caucasus