ამ წუთებში, ზუგდიდში მიმდინარე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმის ფარგლებში, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მეწარმე ქალები დარგის ექსპერტებს ხვდებიან. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, პროფესიონალებისგან მიიღონ პრაქტიკული რჩევები და კონსულტაციები, დაამყარონ თანამრომლობები, რაც ხელს შეუწყობს არა მარტო მათი ბიზნესების, არამედ მთლიანად რეგიონის ტურიზმის განვითარებას.
დამატებულია: 22-07-2019 წყარო: UN Women Georgia