სიახლეები
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
გამოტანილია 27-08-2019-ის სიახლეები


აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების გაცნობის მიზნით, საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები სამეცნიერო მისით სტუმრობენ.

მეცნიერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში განთავსებულ აზიურ ფაროსნასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო.

დამატებულია: 27-08-2019
წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო




ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, 21-25 აგვისტოს ლატვიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლაგოდეხის, ბორჯომის და თეთრიწყაროს ლაგ-ის წევრები და მათი პარტნიორები.

ვიზიტის მიზანი იყო ლატვიის გამოცდილების გაზიარება საცხენოსნო ინდუსტრიის მოწყობისა და განვითარების კუთხით.

ლატვიის ლაგ-მა სტუმრებს შთამბეჭდავი და ინფორმაციით დატვირთული ტურით უმასპინძლა. ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ ქეას, Mercy Corps-ის და RDFG-ის წარმომადგენლები. შეხვედრებს ესწრებოდნენ ექსპერტები

დამატებულია: 27-08-2019
წყარო: CARE International in the Caucasus




საქართველოს დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 8.6%-ს შეადგენს. ვარაუდობენ, რომ მომავალი რვა წლის მანძილზე ეს მონაცემი 20%-მდე გაიზრდება.


გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) თანამშრომლობენ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და საქართველოს ბანკთან დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის მისაღწევად.

დამატებულია: 27-08-2019
წყარო: UNDP Georgia




აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ოფისი გაიხსნა.

ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით.

ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ გახსნეს. მინისტრმა, სტუ

დამატებულია: 27-08-2019
წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო




30-31 აგვისტოს ტექნოპარკში ტრენინგი: კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი SME და სტარტაპ სექტორისთვის ჩატარდება, რომელსაც ტრენერი: ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი გაუძღვება.

ბიზნესის არსებობა და განვითარება კიბერსივრცის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. კიბერი არამარტო ყოველდღიური ფუნქციების შესრულების და ბიზნეს-პროცესების წარმოების არეალია, არამედ ჩართულობის, სათანადო ინფორმირებულობის, კავშირის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. თუმც

დამატებულია: 27-08-2019
წყარო: ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia




ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG –Kazbegi) კაჭრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.


ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვენალთან, ნანა ნერსეზაშვილთან ერთად იმსჯელეს ორგანიზაციის სტრატეგიულ არჩევანსა და სამოქმედო გეგმაზე, განიხილეს სამომავლო გეგმები, მენეჯმენტი, საკადრო პოლიტიკა ორგანიზაციული მდგრადობის ელემენტები, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

დამატებულია: 27-08-2019
წყარო: LAG Kazbegi - ყაზბეგის განვითარების ჯგუფი




კოოპერატივების ფონდი CARE ჩეხეთთან, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA) და ჩეხური კომპანია "Holistic Solution”-თან თანამშრომლობით, სოფლად თანამედროვე ტექნოლოგიების ხელშეწყობის მიზნით იწყებს 10-თვიან პროექტს: “ენერგოეფექტური ტექნოლოგიები სოფლის განვითარებისათვის”

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის-გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის პროგრამის ფარგლებში.

დამატებულია: 27-08-2019
წყარო: კოოპერატივების ფონდი





სიახლეების გამოწერა


2019 Aug
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ