სიახლეები
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
გამოტანილია 06-09-2019-ის სიახლეები


საფრანგეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Aigle Azur ყველა ფრენა გააუქმა. ავიაკომპანიის განმარტებით, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვას 10 სექტემბრიდან შეწყვეტს.

„კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს ფრენები შევასრულოთ“, - ამ განცხადებით მიმართა კომპანიამ თანამშრომლებს და განმარტა, რომ იძულებული იყო, ეს ზომა მიეღო.

დამატებულია: 06-09-2019
წყარო: imedinews.ge




ქუთაისში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვებრენდის, პირველი ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩა #5-ში შეძლებენ.

თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15 -ში, ჯავახეთის ქ. #75-ში და პეკინის გამზ. #19-ში, ბათუმში კი ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53-ში.

დამატებულია: 06-09-2019
წყარო: on.ge




ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ბიზნესომბუდსმენის მანდატის შესაძლო გაძლიერებას მიესალმება.

ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატის აქტიურობა რეგულაციების გავლენის შეფასების ნაწილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კომპანიების ბიზნესსაქმიანობაზე, სჭირდება შესაბამისი დასაბუთება.

დამატებულია: 06-09-2019
წყარო: 1tv.ge




2019 წლის 5 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულის გადასახადით დაბეგვრის ახალ რეგულაციებს შეეხება. ვახტანგ ლაშქარაძემ, ასევე ისაუბრა უწყებაში არსებულ სიახლეებ

დამატებულია: 06-09-2019
წყარო: reportiori.ge




მსოფლიოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის ფასების ინდექსი შემცირდა.

FAO-ს ფასების ინდექსი აგვისტოში მარცვლეულის და შაქრის ფასების ცვლილების ხარჯზე შემცირდა და 169.8 ერთეული ქულა შეადგენინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

დამატებულია: 06-09-2019
წყარო: pia.ge




„აიქარის“ (ელექტრომობილების გაზიარების სერვისის) ინფორმაციით, მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „აიქარს“ ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტი შემოაქვს ქართულ ბაზარზე. ელონ მასკის „ტესლა მოდელი 3“ უკვე „აიქარის“ გაზიარების სერვისშია და დღეიდან, სპეციალური შეკვეთის საფუძველზე, ნებისმიერ პირს, ვინც მართვის მოწმობას ფლობს მინიმუმ ორი წელი, შეუ

დამატებულია: 06-09-2019
წყარო: 1tv.ge




ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ მიერ მიყენებული ზარალი დაითვალეს. კომპანია Karen Clark & Company-ს ცნობით, რომელიც კატასტროფების მოდელირებაზე მუშაობს, წინასწარი მონაცემებით სტიქიამ კუნძულები $7 მილიარდით დააზარალა.

კომპანიის ანგარიშში ასახულია ზარალი სამშენებლო სფეროში, ისევე როგორც ბიზნესის გაჩერებით და უძრავი ქონების დაზიანებით გამოწვეული დანაკარგები.

დამატებულია: 06-09-2019
წყარო: imedinews.ge




5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე რთველის მიმდინარეობას სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გაეცნო და  რამდენიმე ისეთ მცირე მარანს ესტუმრა, რომლებიც ახლა იწყებენ ღვინის წარმოებასა და ბაზარზე რეალიზაციას.

დამატებულია: 06-09-2019
წყარო: 1tv.ge







სიახლეების გამოწერა


2019 Sep
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ