სიახლეები
ნავიგატორი
გამოტანილია 25-11-2019-ის სიახლეები


25 ნოემბერს, ფსიქოთერაპიის სახლი "კამარას" ფსიქოლოგი ნინო კომახიძე გაუძღვება სემინარს, რომელიც შეეხება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგებს ქალებში.

რა გავლენას ახდენს ნივთიერებების მოხმარება მენტალურ ჯანმრთელობაზე?
რისთვის უნდა იყო მზად ნივთიერებების მოხმარების შემდეგ?
რა უნდა იცოდე საკუთარ ჯანმრთელობაზე?

დამატებულია: 25-11-2019
წყარო: მანდალა • Mandala




სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისჯება კანონით.

კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ.

დამატებულია: 25-11-2019
წყარო: საქართველოს მთავრობა




გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, ქ. ამბროლაურში, რაჭის მოსახლეობას შეხვდა

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

დამატებულია: 25-11-2019
წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო




რას გულისხმობს სოციალური მეწარმეობა და ვის შეიძლება ვუწოდოთ სოციალური მეწარმე?
ამ და მასთან დაკავშირებულ რიგ კითხვებზე პასუხებს და ლიტერატურის მიმოხილვას ნახავთ აქ წარმოდგენილ პუბლიკაციაში. ასევე გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ მაგალითებს ევროპული და ქართული რეალობიდან.

დამატებულია: 25-11-2019
წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC





სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ