სიახლეები
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
გამოტანილია 02-12-2019-ის სიახლეები


თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელების მიზნით, ახალი შეთანხმება გაფორმდა. ფინანსურ დოკუმენტს თბილისის მერი, ფინანსთა მინისტრი და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი აწერენ ხელს. 

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ახალი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) პირებზე. EBRD 17 მილიონ ევროს გამოყოფს, რომლითაც საქართველს 6 ქალაქისთვის დაახლებით 175 ავტობუსს შეიძენენ.

დამატებულია: 02-12-2019
წყარო: TV იმედი




სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა.

მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად, 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 656,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 525,000 ლარი სახელმწიფო გრანტია.

დამატებულია: 02-12-2019
წყარო: Business Media Georgia




ქალაქ წნორში კომპანია „ბადაგი პლიუსმა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა.

პროექტში, ჯამურად, 877,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, 438,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 350,000 ლარი - სახელმწიფო გრანტია.

„ბადაგი პლიუსში“, წელიწადში, საშუალოდ, 11,000 კგ ჩირს და ტყლაპს აწარმოებენ. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

დამატებულია: 02-12-2019
წყარო: Business Media Georgia




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებულ პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ორ დღეში 11 000 მეტი მომხმარებელი გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ელექტრონულ აუქციონზე 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურით არის წარმოდგენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

დამატებულია: 02-12-2019
წყარო: Business Media Georgia





სიახლეების გამოწერა


2019 Dec
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ