12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა.
ნავიგატორი
3390

12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა.

 სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა.

ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება დაიმსახურა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისგან, კერძოდ: არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამჟამადაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები დუბაიში არსებულ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიასთან „Aswaaq”, ქართული პროდუქციის დახლებზე განთავსებასთან დაკავშირებით. არაბულ კომპანიას ამჟამად 18 სუპერმარკეტების ქსელი აქვს, ხოლო წლის ბოლოს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. 

GULFOOD 2019 არაბთა გაერთიანებულ საემიროების უმხსვილესი გამოფენაა, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამოფენას 185 ქვეყნიდან 97 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრება, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 5 000-ს აღემატება. 

შენიშვნა:
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ქართულმა კომპანიებმა: შპს „აგროლეინი“; შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“; შპს „არომაპროდუქტი“; შპს „ბარამბო“; შპს „Georgian Hazelnut Corporation”; შპს ‘ჯორჯიან ნექტარი“; შპს „აქვა გეო“; კამპა; სს ქართული ლუდის კომპანია; შპს „ბბ კომპანი“; შპს „ტურალ გრუფი“; შპს „ანკა ფეარ თრეიდ“.

25-02-2019

წყარო: Enterprise Georgia

29-05-2019

ეროვნული ბანკი - სამომხმარებლო სესხები შემცირებას განაგრძობს, იპოთეკური სესხების ზრდა კი, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება

10-05-2019

ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება

13-01-2023

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა" მეორე ნაკადი იწყება

08-04-2019

მესტიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ