ახალი ბიზნესის რეგისტრაცია თიბისი ფილიალებში უკვე საქართველოს რეგიონებშიც შეგიძლიათ
ნავიგატორი
987


ახალი ბიზნესის რეგისტრაცია თიბისი ფილიალებში უკვე საქართველოს რეგიონებშიც შეგიძლიათ

თიბისი მეწარმეებს, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს. უკვე შესაძლებელია კომპანიის დარეგისტრირება საქართველოს შემდეგ ქალაქებში მდებარე თიბისის ფილიალებში: გორი, ბათუმი, ქუთაისი. ხოლო თბილისის 50 ფილიალში კომპანიის რეგისტრაცია 2022 წლის დასაწყისიდან არის შესაძლებელი.

 

„თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ეს ინიციატივაც სწორედ ამ მისიას ემსახურება. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს ძალიან მარტივ პროცესს - ბანკში ერთი ვიზიტით შესაძლებელი ხდება როგორც ბიზნესის დარეგისტრირება, ისე ანგარიშის გახსნა და სხვა ფინანსური თუ არა ფინანსური ოპერაციების განხორციელება,“ - ვეფხია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

 

თიბისის ფილიალში მისულ თვითდასაქმებულს თუ კომპანიის წარმომადგენელს, დახვდებათ კვალიფიციური, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდი, რომელიც დაეხმარებათ მათ კომპანიის რეგისტრაციაში. გარდა ამისა, ბიზნეს გიდი საბანკო და არა ფინანსურ პროდუქტებსა თუ პროცესებსაც გააცნობს, რაც მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაეხმარებათ.

თუკი აქამდე, მეწარმეების დროის დიდი ნაწილი კომპანიის რეგისტრაციაზე, საოპერაციო პროდუქტებზე, სესხებზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც თიბისიში სპეციალური გადამზადება გაიარეს. ეს კი მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს.

 


 

წყარო: https://commersant.ge/

04-11-2022

წყარო: თიბისი ბანკი

29-10-2019

ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში".

13-05-2019

თურქეთში ავტომობილების წარმოება 14%-ით შემცირდა

11-04-2019

საქართველოში ვირის რძით საპნების წარმოება დაიწყო - როგორია ბებიის რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ფასი

27-04-2021

ინოვაციური პროგრამა

27-04-2021

ინოვაციური პროგრამა

29-10-2019

ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში".

13-05-2019

თურქეთში ავტომობილების წარმოება 14%-ით შემცირდა

11-04-2019

საქართველოში ვირის რძით საპნების წარმოება დაიწყო - როგორია ბებიის რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ფასი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ