|
| 1093 |
|---|
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ
| დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა წარმოადგენს. პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge. პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა
წყარო: დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო |

23-11-2022
წყარო: დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
|
12-09-2019 პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" დახურული ღონისძიება |
|---|
|
23-09-2021 European Union in Georgia |
|
20-10-2023 კონკურსი რეგიონული მედიისთვის |
|
26-01-2023 კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის |