|
486 |
---|
სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის
2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ კვლევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში.
2023 FaRiG ჯონ ვილკინსონის კვლევითი გრანტი
ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი £ 1 500 – ის ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობაზე.
2023 FaRiG სიმონ ზაზაძის კვლევითი გრანტი ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი £ 1 500 – ის ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს ქართულ-ანატოლიურ კვლევებზე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მდიდარი კულტურისა ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით.
2023 FaRiG პოლონსკის პრიზი ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი £ 1 000 – ის ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოსა და კავკასიაში მცხოვრები ებრაული თემების ისტორიასა და კულტურაზე.
2023 FaRiG გრიბოედოვის კვლევითი გრანტი
საქართველოსა ან/და რუსეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი £ 1 000 – ის ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საუკუნეების განმავლობაში საქართველოს რუსეთთან ინტერაქციის ასპექტზე .
2023 FaRiG ქეროლაინ ადამსის პრიზი ესესთვის
ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი პრიზი ესესათვის £ 500 – ის ოდენობით. ესე ორიენტირებული უნდა იყოს ჰუმანიტარული მეცნიერებების ნებისმიერ თემაზე, რომელიც აქტუალურია საქართველოში.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://www.farig.org/.
წყარო: https://stipendia.ge/ |
21-12-2022
წყარო: Friends of Academic Research in Georgia
17-07-2023 ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს |
---|
11-11-2022 ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის დეტალები გააცნეს |
21-12-2022 აგრო სესხი |
14-03-2019 თბილისი "Turkish Airlines"-ის 70 მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში |