|
422 |
---|
MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების მოკლე ფილმების კონკურსი შშმპ თემაზე
კონკურსი ეძებს დოკუმენტური, მხატვრული და ანიმაციური კინოს რეჟისორებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ იპოვონ და მოჰყვნენ ფაქიზ და ემოციურ ისტორიებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანების შესახებ. კონკურსის მიზანია, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა შესახებ. MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, იპოვონ და გააზიარონ მათი ისტორიები, ვისი ხმაც სუსტად ისმის ან სულაც დაკარგულია. კონკურსში მონაწილე ნამუშევრებს, იქნება ეს დოკუმენტური, ანიმაციური თუ მხატვრული ფილმები, უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი ღირებულება. ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა, საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი საავტორო ხედვა და ორიგინალური მიდგომა. საკონკურსო ფილმები გამოქვეყნდება MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და Youtube-ის გვერდებზე.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პროფესიონალ თუ მოყვარულ რეჟისორს, ვისაც სურს, რომ შშმ პირთა ცხოვრების/სამყაროს შესახებ კინემატოგრაფიის შემოქმედებითი ენით მოჰყვეს. კონკურსში მონაწილეობის პირობები: კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს:
რა კრიტერიუმებს გაითვალისწინებენ შეფასებისას?
როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი?
როგორ უნდა დავრეგისტრირდე?სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს. როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა? ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 მარტი, 2023 წელი. რამდენია საპრიზო ფონდი?
ვინ შეარჩევს და შეაფასებს ფილმებს? ნამუშევრების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას, ფინალში გასულ ფილმებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. ჟიურის შემადგენლობა:
20-სა და 21 დეკემბერს Frontline Cafe-ში დაგეგმილია MAC Georgia-ს წინა კონკურსის გამარჯვებული ფილმების ჩვენება და დისკუსია. ღონისძიებას კონკურსის ჟიური და ორგანიზატორები დაესწრებიან და მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა შეკითხვებს უპასუხებენ. კინოჩვენებაზე დასწრებისთვის გთხოვთ მისწეროთ MAC Georgia-ს კომუნიკაციების სპეციალისტ მედეა შარიქაძეს ელფოსტის მისამართზე: medea.sharikadze@macgeorga.org ფინალში გადასული ნამუშევრების ავტორებს ეცნობებათ წინასწარ, 2023 წლის მაისში. ამას გარდა, ყველა მონაწილეს მეილის მეშვეობით შევატყობინებთ შედეგების შესახებ. ფინალში გადასული ფილმები რადიო თავისუფლებისა და MAC Georgia-ს ვებსაიტებსა და სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნდება, რის შემდეგაც გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, ფინალისტი ფილმების კინოჩვენება და სამი გამარჯვებულის გამოვლენა. კონკურსის დასრულებამდე ფილმის სხვაგან გამოქვეყნება დაუშვებელია. ვის დავუკავშირდე, თუ შეკითხვა გამიჩნდა? დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით MAC Georgia-ს კომუნიკაციების სპეციალისტს, მედეა შარიქაძეს: medea.sharikadze@macgeorga.org +995 593 718 718
წყარო: რადიო თავისუფლება |
23-12-2022
წყარო: რადიო თავისუფლება
02-05-2019 თბილისში მსოფლიო ბრენდის ახალი სასტუმრო გაიხსნა |
---|
24-05-2023 სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს |
13-03-2019 „გაზპრომბანკი“ აზერბაიჯანულ პროექტებში მილიარდებს დააბანდებს |
17-02-2023 სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობებისთვის – 25-29 მარტი, 2023 |