|
1954 |
---|
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამები: ჯანმრთელობის დაცვა
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფაპროგრამით გათვალისწინებულია: · ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა; · ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა; · მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა; · ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა მატერიალური დახმარება; · პარკინსონით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა; · 18 წლამდე ასაკის ცელიაკიით, გალაქტოზემიით და მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა; · მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დახმარება მედიკამენტების შეძენისათვის 200 ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ. ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენციაპროგრამით გათვალისწინებულია: · ქ. ბათუმში რეგისტრირებული 30-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის ქალებისთვის მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია; · 25 დან 30 წლამდე ასაკის ქალებისთვის სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია; · ქ. ბათუმში რეგისტრირებული ქალებისთვის ონკომარკერებით გამოკვლევა; საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიით; · 60 წლის ზემოთ ასაკის ქალებისთვის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, კოლპოსკოპია და ექოსკოპია; · ფილტვის კიბოს სქრინინგი.
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციაპროგრამით გათვალისწინებულია · ქ. ბათუმში რეგისტრირებული, შშმ სტატუსის მქონე 18 წელს გადაცილებული პირების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. (ხდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შედგენა - ტარდება ერგოთერაპია, არტთერაპია, ფსიქოლოგიური დახმარება, პედაგოგის მომსახურება, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა, საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება.) მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება· პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურებით ისარგებლებენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის უფასო მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარები, რომელთაც წინა წლებში არ უსარგებლიათ მსგავსი მომსახურებით, ასევე, ომში დაზიანებული და ასაკით პენსიონერი ომის ვეტერანები; · 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვები ისარგებლებენ სტომატოლოგიური, ორთოპედიული და ორთოდონტიული მომსახურებით. C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება· საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის #169 დადგენილებით ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე", რომლის ფარგლებშიც C ჰეპატიტით დაავადებულ პირებს უტარდებათ მედიკამენტური მკურნალობა და დიაგნოსტირება თანადაფინანსებით: სოციალურად დაუცველ მოსახლეობას (0-70000 სარეიტინგო ქულა) 70%, ხოლო სხვა კატეგორიას – 30% ფასდაკლებით. · პროგრამის ხელშეწყობისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას (0-70000 სარეიტინგო ქულამდე) მომსახურება სრულად დაუფინანსდება, ხოლო სხვა კატეგორიის მოსახლეობას - სრული ღირებულების 42 %. შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაციაპროგრამით გათვალისწინებულია: · შშმ პირების, ომში და ომის შემდგომ დაზიანებულ პირთა, ასევე, ომის ვეტერანთა, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, შშმ სტატუსის ბავშვთა, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარების, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) ხუთი და მეტ შვილიანი ოჯახების დასვენება; · შშმ პირების, ომში და ომის შემდგომ დაზიანებულ პირთა, ასევე, ომის ვეტერანთა, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, შშმ სტატუსის ბავშვთა, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარების თანმხლები პირების მომსახურება. ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაციაპროგრამით გათვალისწინებულია: · ქ. ბათუმში დაბადებული ახალშობილებისთვის სმენისა და მუკოვისციდოზის სქრინინგული გამოკვლევა; · 1 წლამდე ასაკის ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა. · ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 7 წლამდე ასაკის, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია; · ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 2-დან 10 წლამდე ასაკის სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია; · აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია. ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარებაპროგრამით გათვალისწინებულია: · ქ. ბათუმში რეგისტრირებული ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარება; · ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ყოველთვიური მატერიალური დახმარება.
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებაპროგრამით გათვალისწინებულია: · ბენეფიციართა გეგმური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება. მომსახურება გაეწევა ქ. ბათუმში 2018 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საქართველოს შემდეგ მოქალაქეებს, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვაში: N36-ე დადგენილებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა წევრებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; მოქალაქეებს, რომელთა დახმარების საჭიროება დასტურდება ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის სერვისცენტრის მენეჯერის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე; ასევე, 165-ე დადგენილების ბენეფიციარებს (6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასაკით პენსიონერებს,სტუდენტებს), რომელთაც არ აქვთ 70001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა და რომლებიც არ სარგებლობენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამებით. მკურნალობა დაფინანსდება გარკვეული სქემის მიხედვით. (საყოველთაო დაზღვევით განსაზღვრულ ტარიფამდე). · პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ქ. ბათუმში რეგისტრირებულ, ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება. ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარებაპროგრამით გათვალისწინებულია: · შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ადმინისტრაციის სახელფასო დანამატი; · სამედიცინო პერსონალის სახელფასო დანამატი; · სამედიცინო პერსონალის შვებულებისა და ბიულეტენის ანაზღაურება; · ზაფხულის სეზონთან (3 თვე) დაკავშირებით 3 დამატებითი ბრიგადის ხარჯები; · ზამთრის სეზონთან (3 თვე) დაკავშირებით 2 დამატებითი ბრიგადის ხარჯები; · სასწრაფო დახმარების მანქანების დაზღვევის ხარჯები; · შპს ,,ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა სასწრაფო დახმარების მანქანების (4 ერთეული) შეძენის მიზნით.
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურებაპროგრამით გათვალისწინებულია · მობილური გუნდის მიერ ბენეფიციართა ბინაზე მომსახურება.
სამედიცინო დაწესებულებების შესაძლებლობების კვლევაპროგრამით გათვალისწინებულია · კვლევის ჩატარება სამედიცინო ტურიზმის სხვადასხვა ასპექტის გამოვლენის მიზნით. |
27-02-2019
წყარო: batumi.ge
31-05-2019 აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა |
---|
24-04-2019 ზუგდუდში, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის თემაზე საჯარო დებატი ჩატარდა |
31-03-2019 ჩაისა და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში |
09-02-2023 ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის |