EU4Youth პროგრამა ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წასახალისებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 9 პროექტს იწყებს
ნავიგატორი
384


EU4Youth პროგრამა ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წასახალისებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 9 პროექტს იწყებს

EU4Youth პროგრამის მიერ საგრანტო სქემის ფარგლებში შერჩეული ცხრა პროექტის დასაწყებად 4-6 ივლისიდან თბილისში შეხვედრა გაიმართება. 

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროგრამის, EU4Youth-ის საგრანტო სქემის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის — აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის ახალგაზრდებს კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში დაეხმაროს. 

6 მილიონი ევროს საერთო ბიუჯეტის მქონე გრანტები გადაეცა ცხრა პროექტს იმ აქტივობათა განსახორციელებლად, რომელთა მიზანიც ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი პირების, გაძლიერებაა. 

პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, რომელთა დახმარებითაც ახალგაზრდები შეიძენენ საჭირო უნარებსა და გამოიყენებენ ახალ შესაძლებლობებს. ამ აქტივობებში შედის მენტორობა და ტრენინგის პროგრამები, პრაქტიკული სწავლება, ცენტრების დაარსება და ახალგაზრდული ბაზრობების მოწყობა, ინოვაციური მეთოდების შემუშავება და სხვა. 

ევროპის განათლების ფონდის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებისთვის ნიშნეულია მოსახლეობის დაბერება, მზარდი მობილობა, დასაქმების შედარებით მაღალი მაჩვენებლები, ახალი სამუშაო შესაძლებლობების გაჩენა და მოსახლეობის განათლების მაღალი მაჩვენებელი. 2021 წლის მონაცემებით, ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში (30.76%) და სომხეთში (36.09%) არის. აზერბაიჯანში 15-24 წლის ახალგაზრდების 16.49%-ზე მეტია დაუსაქმებელი, ბელარუსში ეს რიცხვი 10.4%-ს უტოლდება, ხოლო მოლდოვაში — 9.13%-ს. უკრაინაში უმუშევრობის მაჩვენებელი 2021 წელს 19.11%-ს უდრიდა, თუმცა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა

EU4Youth-ის თანახმად, ამ ზაფხულს დაწყებული საგრანტო პროექტები რეგიონში ახალგაზრდების უმუშევრობის შემცირებაზე იმუშავებენ. ამას ისინი სოციალური მეწარმეობის წახალისებითა და კარიერული წინსვლისა და დასაქმების მიმართულებით ახალგაზრდების მხარდაჭერით მიაღწევენ.

პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებზე ფოკუსირებულ ორგანიზაციათა შორის კავშირების დამყარებას და ისეთი ინოვაციური მეთოდების შემუშავებას, რომლების დახმარებითაც ახალგაზრდებს მოქნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობები მიეცემათ. ამ გზით ისინი ახალ უნარებსა და ცოდნას მათთვის ხელსაყრელი ტემპით შეიძენენ. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი მათთვის იქნება, ვისაც გეოგრაფიული ან ფინანსური შეზღუდვები აქვს.

პროექტები ასევე უზრუნველყოფს იმ ინფრასტრუქტურასა და რესურსებს, რაც ახალგაზრდების მიერ მეწარმეობის დაწყებისთვისაა საჭირო. 

პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტოს (CPMA) მიერ განხორციელებული EU4Youth-ის ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის პროგრამის მესამე ფაზა ფინანსდება ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე განსაზღვრული ამ ინიციატივის მთავარი მიზანია იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ტექნიკური მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის საკითხებზე მუშაობენ. 

 


 

წყარო: https://euneighbourseast.eu/

17-07-2023

წყარო: EU4Youth

12-07-2019

თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ზუგდიდში

25-10-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება

15-04-2019

რუსული ლაინერი ევროპულ-ამერიკულია

15-04-2019

გიორგი ქობულია – ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

15-04-2019

გიორგი ქობულია – ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

12-07-2019

თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ზუგდიდში

25-10-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება

15-04-2019

რუსული ლაინერი ევროპულ-ამერიკულია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ