გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია - Grant Thornton-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე:
ნავიგატორი
1992


გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია - Grant Thornton-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე:

მოგების გადასახადი  (სპეციფიკა და ადმინისტრირება)“

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ თეორიული ცოდნა 2017 წლიდან ამოქმედებული მოგების გადასახადის ახალი მოდელის, დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრისა და ყოველთვიური დეკლარაციის სრულყოფილად შედგენის შესახებ. 

ტრენინგს გაუძღვება Grant Thornton-ის საგადასახადო განყოფილების უფროსი კონსულტანტი, ქალბატონი - ნათია ჩაგანავა. მას აქვს 9 წელზე  მეტი პროფესიული გამოცდილება გადასახადების მიმართულებით. 6 წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორისა და ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლიდან მუშაობს მსოფლიო ათეულში შემავალი საერთაშორისო აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია - Grant Thornton-ში.

სამიზნე აუდიტორია:
ბუღალტრები, აუდიტორები, ფინანსური მენეჯერები და დაინტერესების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტები.

ამასთან, აღნიშნული ტრენინგი აქტუალური იქნება ასევე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის (სსიპ, ()იპ), ვინაიდან 2019 წლიდან ორგანიზაციები იბეგრებიან მოგების გადასახადის ახალი მოდელის შესაბამისად (ე.წ. "ესტონური" მოდელი).

თარიღი: 12 მარტი, 2019
დრო: 10:00 - 17:00 საათი
ადგილიცნობილი გახდება სარეგისტრაციოს ვადის დასრულების შემდეგ 

ტრენინგის საფასური: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებისთვის - 180 ლარი, სხვა შემთხვევაში 220 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

საფასური მოიცავს ყავისა და ლანჩის შესვენებას და ყველა საჭირო მასალას ტრენინგის მიმდინარეობისას.

სრული პროგრამა და მონაწილეობის პირობები იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები.

ტრენინგზე რეგისტრაციის მსურველებმა, გთხოვთ 7 მარტამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: mariami.uglava@georgien.ahk.de

01-03-2019

წყარო: DWV

25-10-2022

გახდი აგრომეწარმე „იმერეთი აგროს“ პროგრამით ჭიათურაში

28-04-2023

უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები მოსწავლეებისთვის

01-05-2019

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

31-03-2019

შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს

31-03-2019

შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს

25-10-2022

გახდი აგრომეწარმე „იმერეთი აგროს“ პროგრამით ჭიათურაში

28-04-2023

უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები მოსწავლეებისთვის

01-05-2019

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ