|
| 1975 |
|---|
საზღვრებს მიღმა eTweening-ით - ქართველი მასწავლებლის წარმატების ისტორია
| მეათე წელია, ნინო ბუნტური სკოლაში მუშაობს. გორის რაიონის სოფელ აძვის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს სამივე საფეხურის მოსწავლეებთან აქვს ურთიერთობა. 2013 წელს, როცა ევროკომისიის საერთაშორისო პროექტ eTweening Plus-ში ჩაერთო, სამომავლო აქტივობებზე სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა 7 წლის შემდეგ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. პროგრამამ, რომელშიც, როგორც თავად ყვება, ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის გამო ჩაერთო, გაცილებით მრავალფეროვანი და დატვირთული გახადა როგორც მისი პედაგოგიური საქმიანობა, ისე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება: ნინო კოლეგებთან ერთად ახალ პროექტებზე მუშაობს, მისი მოსწავლეები კი - თანატოლებთან კონტაქტზე პირდაპირ სასკოლო ოთახიდან ან სულაც სახლებიდან, ონლაინ რეჟიმში გადიან, საუბრობენ და მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ პროექტებზეც ერთად მუშაობენ. კომუნიკაცია ხორციელდება TwinSpace-ს მეშვეობით, რომელიც უსაფრთხო ონლაინ სივრცეს წარმოაგენს და უზრუნველყოფილია eTweening-ის მიერ. "როგორც მასწავლებელს, პროექტი თავდაჯერებულობას მმატებს. მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან პროცესში. მოტივაციაც იზრდება, კომუნიკაციის მეტი საშუალება გვაქვს... დიდი როლი აქვს ტექნოლოგიებს: ხშირად ხორციელდება სკაიპ ჩართვები მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესში. მე შემიძლია, მაგალითად, შევუთანხმდე იტალიის რომელიღაც სკოლას, ჩემს პარტნიორ მასწავლებელს, შევარჩიოთ ოპტიმალური დრო სკაიპ ჩართვისთვის და რეალურ რეჟიმში დაელაპარაკონ ბავშვები ერთმანეთს ამა თუ იმ თემაზე. კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე ხდება და მოსწავლეები ენობრივი თავლსაზრისითაც იზრდებიან", - ამბობს ის. |

07-03-2019
წყარო: EU NEIGHBOURS
|
11-03-2019 USAID-ის "ზრდა" პროექტის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთობლივი ინიციატივა - ანაკლიის სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა გახსნილია! |
|---|
|
19-03-2019 „ბოინგ 737 მაქსის“ სერტიფიცირება შესაძლოა, დარღვევებით ჩატარდა |
|
04-04-2019 აზიურ ფაროსანას „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებით შეებრძოლებიან |
|
29-05-2019 ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ 130 000%-ს გადააჭარბა |