|
1550 |
---|
ოთარ დანელია: სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა, რის გადაჭრასაც გარკვეული მოტივაციები სჭირდება.
ამის შესახებ დანელიან აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის პრექტს განიხილავენ და დასძინა, რომ "სწორედ ამიტომაა ჩადებული მიწის დამუშავების აუცილებლობა კანონში".
„სასოფლოს სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა, საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი, უნდა წარადგინოს საინვესტიციო გეგმა და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ერთ წელიწადში მიწა უნდა გაასხვისოს.
დოკუმენტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გამოიყენოს ამავე დანიშნულებით ან სამი წლის ვადაში გაასხვისოს ის.
ამ ვალდებულებების ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯარიმები იზრდება და ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის 700 ლარს შეადგენს და ყოველ მომდევნო ჰექტარზე მიწის ნაკვეთისთვის - 400 ლარს, მაგრამ არაუმეტს, 30 ათასი ლარისა.
ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი - საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი. კერძოდ, თუ ისინი არ გაასხვისებენ სასოფლო-სამეურნეო მიწას, ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის ვადაში, აღნიშნულ შემთხვევაში, ჯარიმა ერთ ჰექტრამდე, 500 ლარს შეადგენს და ყოველ მომდევნო ჰექტარზე - 300 ლარს, მაგრამ ჯარიმა არ გადააჭარბებს 50 ათას ლარს.
იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულებები არც მომდევნო წლებში სრულდება, ჯარიმა ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის 700 ლარს შეადგენს, ყოველი მომდევნო ჰექტარი მიწის ნაკვეთისთვის კი - 400 ლარს, მაგრამ არა უმეტეს, 80 ათასი ლარისა. |
18-03-2019
წყარო: commersant.ge
14-03-2019 ინტელექტუალური თამაში სტუდენტებისთვის - რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ |
---|
29-05-2019 Huawei: აშშ საშიშ პრეცედენტს ქმნის |
08-11-2022 თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო |
17-07-2019 საინფორმაციო შეხვედრა Ict ტენდერის ფარგლებში |