|
1407 |
---|
თბილისში გამართულ სოფლის განვითარების მე-4 კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს
26 მარტი 2019, თბილისი – ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, თბილისში, სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით „LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“ მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლის სექტორში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივების განხილვას, აგრეთვე, ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას. კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციის ‘მერსი ქორფსის’ მისიის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და ევროპის სოფლის განვითარების LEADER ასოციაციის (ELARD) ვიცე-პრეზიდენტმა კრისტიინა ტამეცმმა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის სოფლის მეურნეობის და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატების, ესტონეთის სოფლის განვითარების სამინისტროს, შოტლანდიის სოფლის განვითარების მხარდაჭერის ქსელის, ევროპის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის, ევროპის რეგიონული კომიტეტის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებების, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) წარმომადგენლები და ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები.
კონფერენცია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოფლის განვითარების მოდელების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძების ორგანიზატორი იყო ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია ‘მერსი ქორფსი’ (Mercy Corps), ევროპის სოფლის განვითარების LEADER ასოციაციასთან (ELARD), ‘ქეა-ავსტრიასთან’ (Care Austria), ჩეხურ ორგანიზაციასთან ‘ფიფლ ინ ნიდ’ (People in Need) და საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციასთან (GALAG) პარტნიორობით. პროექტი „სოფლის განვითარების მოდელების გაძლიერება საქართველოში“ საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 3,3 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის ძირითადი მიზანია გააუმჯობესოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი ბორჯომის, ყაზბეგისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომის განხორციელების გზით.
|
27-03-2019
წყარო: Enpard
06-03-2019 იაპონური პრესა ტოკიოში დაგეგმილი გამოფენის "საქართველო - ღვინის სამშობლო" შესახებ ინტერვიუს აქვეყნებს |
---|
19-04-2019 TECHTEXTIL & TECHPROCESS |
30-04-2019 Future Agro Challenge Georgia |
05-04-2019 Messe Frankfurt-ის გამოფენა ხორცის სფეროში IFFA |