ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება
ნავიგატორი
1710

ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვა ორ ავიაკომპანიას მიანიჭა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „SkyUp Airlines“-ს და "აზერბაიჯანის ავიახაზების" ("AZAL") სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Buta Airways"-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.

კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული „SkyUp Airlines“ რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.

აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Buta Airways" ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

02-04-2019

წყარო: pia.ge

29-05-2019

მერია მუხიანში რადიოქალაქის საინვესტიციო პროექტზე აუქციონს აცხადებს

25-02-2019

2018 წელს 182.2 მლნ ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები ვერ შესრულდა

02-04-2019

Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს

23-02-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ