|
| 1986 |
|---|
2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328,486 შეადგინა
| 2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328,486 შეადგინა, რაც 13,536-ით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +4.3%). ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 42,590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%). წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 333.7 მილიონ დოლარს (ზრდა +4.8%), რაც 15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვრცლად: https://bit.ly/2K754CW |

05-04-2019
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
|
29-05-2019 ფოთში ახალი ნავსადგური აშენდება |
|---|
|
27-02-2019 ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მცირე ბიზნესისთვის - დღგ-ს ზღვარის გადახედვას ბიზნესი „კომერსანტთან“ აფასებს |
|
13-03-2019 „გაზპრომბანკი“ აზერბაიჯანულ პროექტებში მილიარდებს დააბანდებს |
|
10-04-2019 სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა |