სამ თვეში 21 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა
ნავიგატორი
1592


სამ თვეში 21 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

„სამ თვეში „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 403 აუქციონის შედეგად 21.2 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსმა“ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 403 აუქციონი შედგა, რის შედეგადაც 21 291 197 ლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოხდა.

 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით წელს სააგენტომ მეტი აუქციონი გამოაცხადა, თუმცა გაყიდული სახელმწიფო ქონების ღირებულება დაახლოებით 13 მლნ ლარითაა შემცირებული.

 

კერძოდ, 2018 წლის პირველ კვარტალში სააგენტომ 355 აუქციონის შედეგად 34 222 356 ლარის მობილიზება შეძლო.

 

რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც სამი თვის განმავლობაში გაიყიდა, როგორც „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ განმარტავენ, მათ შორის არცერთი სახელმწიფო საწარმო არ ფიქსირდება.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ბიუჯეტში 116 892 431 ლარი შევიდა და შედეგად, საპრივატიზაციო გეგმა უწყებამ 151%-ით შეასრულა.

 

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, წელს უწყება ჯამში 170 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების გაყიდვას გეგმავს. უფრო კონკრეტულად, ექსმინისტრის განცხადებით, დაგეგმილია 120 მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი უძრავი ქონების, 30 მილიონი ლარის სახელმწიფო საწარმოებისა და 20 მილიონი ლარის წვრილი ქონების პრივატიზება.

19-04-2019

წყარო: reportiori.ge

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

27-05-2019

Get Erasmus+ experience!

24-04-2019

„ეს წალკაა“ პროექტის ფარგლებში წალკის სოფლებში სათემო მობილიზაციის პირველი შეხვედრები იგეგმება

02-05-2019

ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა

02-05-2019

ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

27-05-2019

Get Erasmus+ experience!

24-04-2019

„ეს წალკაა“ პროექტის ფარგლებში წალკის სოფლებში სათემო მობილიზაციის პირველი შეხვედრები იგეგმება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ