Future Agro Challenge არის უმსხვილესი გლობალური ინიციატივა, რომელიც ეძებს ახალ ინოვატორებს და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
წელს Tbilisi Startup Bureau-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს და ბილაინი - Beeline-ს მხარდაჭერით საქართველო უერთდება Future Agro Challenge-ს! ქართული ნაციონალური ჩემპიონატი ჩატარდება 10-12 მაისს, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა, თბილისი)
წლევანდელი Future Agro Challenge გაიმართება შემდეგ კატეგორიებში: Agro Logistics // Agro Tourism // Agroforestry // Animal Protein // Animal Husbandry // Dairy Alternatives // Drones and Robots // Education (Food/Agriculture) // Farm Management Software // Farmers Incomes // Food E-Commerce // Food Preservation // Food Science // Food Traceability and Safety // Health and Wellness // Indoor Agriculture // Manufacturing // Warehousing // Marketplaces // Material Science // New Farms // Nutrition // Packaging and Design // Precision Agriculture // Predictive Data Analytics // Sensors // Smart Irrigation // Snacks and Beverages // Waste Technology
თუ...
თქვენი გუნდი 5 წელზე ნაკლებია არსებობს;
თუ თქვენს გუნდს აქვს ინოვაციური და მასშტაბური ბიზნესს იდეა;
თუ თქვენს გუნდს აქვს გასაგები ბიზნესს მოდელი და ჰყავს სამიზნე სეგმენტი;
თუ პროექტს ჰქონია გაყიდვები ან (MVP);
თუ გაქვთ უნიკალური, ძლიერი და გამოყენებადი ტექნელოგია ან ინოვაცია;
როგორც მინიმუმ ერთი გუნდის წევრი საუბრობს ინგლისურ ენაზე;
მაშინ Future Agro Challege შენთვისაა!
აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო მითითებულ ლინკზე, რომელიც გაგრძელდება 7 მაისის ჩათვლით (19:00 საათამდე) : https://facagro.com/compete-apply/
შერჩეული აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან 10-12 მაისს 48 საათიან ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად ან 12 მაისს პირდაპირ ფინალურ პიტჩზე (პრეზენტაციაზე), სადაც ნაციონალური გამარჯვებული გამოვლინდება ჰაკათონის მონაწილეთა და ფინალისტებიდან.
ნაციონალური გამარჯვებული მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, თესალონიკში, 2019 წლის 7-11 სექტემბერს.
Future Agro Challenge Georgia-ს პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University, ISET - International School of Economics, Agro Solutions - აგრო სოლუშენს, Wolt, Agricopter • აგრიკოპტერი, Gogra.ge • გოგრა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association და Enterprise Georgia / აწარმოე საქართველოში.
ჩვენი მედია პარტნიორები არიან: 4U.ge, Marketer.ge, Forbes Georgia, ინდიგო • Indigo და Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი.