2018-19 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. შედეგები
ნავიგატორი
2605


2018-19 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. შედეგები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2018/2019 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა. სეზონი კი 128 დღე გაგრძელდა. კომპანიამ სეზონთან დაკავშირებით შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას. დაარსებიდან დღემდე გუდაურმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა.

კომპანიის ცნობით, 2011/2012 - 2018/2019 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 578 % -ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა.

2017-2018 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით წელს ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია. ვიზიტორების რაოდენობა 15% -ით არის გაზრდილი. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, კურორტ გუდაურში 2018/2019 წლის სათხილამურო სეზონი გასულ წელს, რომ შევადაროთ ვიზიტორების რაოდენობა 19 %-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბაკურიანს, 2018/2019 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2017/2018 წლებთან შედარებით ვიზიტრების რაოდენობამ 20 %-ით მოიმატა.

მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მეოთხე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2018/2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი, გასულ წელს რომ შევადაროთ, 43%-ით გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა, გოდერძის სათხილამურო კურორტზე 14758 ვიზიტორი გახლდათ.

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2018/2019 წლის სათხილამურო სეზონი 2017/2018 წელს რომ შევადაროთ ვიზიტორების რაოდენბა 17%-ით, ხოლო ჰაწვალზე 13%-ით არის გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში 41499 ვიზიტორი ეწვია. კურორტი განვითარების პროცესშია და უდიდესი პოტენცილი აქვს, ტურისტებს კი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს.

01-05-2019

წყარო: imedinews.ge

22-02-2019

საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება

29-05-2019

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად ლევან ვეფხვაძე აირჩიეს

14-03-2019

აშშ-მ ირანს 10 მილიარდის შემოსავალი დააკარგვინა

10-02-2023

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

10-02-2023

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

22-02-2019

საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება

29-05-2019

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად ლევან ვეფხვაძე აირჩიეს

14-03-2019

აშშ-მ ირანს 10 მილიარდის შემოსავალი დააკარგვინა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ