|
| 2329 |
|---|
სემეკი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წარმოებას უსწრებს
| საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო ათ წელიწადში, ყოველწლიურად, საშუალოდ 4.8 პროცენტით იზრდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) წლიურ ანგარიშშია საუბარი. სემეკის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 7.6 პროცენტი გაიზარდა, ხოლო 2016 წელთან შედარებით – 15.9 პროცენტით. სემეკ-ის მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე ელექტროენერგიის წარმოების ზრდის მაჩვენებლები. „ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით – 5.5 პროცენტით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 5 პროცენტით გაიზარდა; 2009-2018 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) საშუალოდ იზრდება 3.9 პროცენტით“, – აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტს, 2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით – 0.8 პროცენტით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 2.1-ჯერ გაიზარდა. 2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 2.55-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს. ამასთან, ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე 14.1 პროცენტით, ხოლო 2016 წლის მაჩვენებელს 5.36 პროცენტით აღემატება. სემეკ-ის ანგარიშში არსებული მონაცემებით, 2018 წელს ექსპლუატაციაში შესული ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 63.96 მეგავატი იყო, მათ შორისაა 5 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური. |

02-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
11-11-2022 ზამთრის სკოლა - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები |
|---|
|
16-05-2019 4 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა |
|
20-10-2023 STUDY OF THE UNITED STATES SUMMER INSTITUTE FOR SCHOLARS |
|
20-02-2019 რას ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში |