თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და გამოწვევები" მიმდინარეობს
ნავიგატორი
1352


თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და გამოწვევები" მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და გამოწვევები" მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაკონფერენციის დაწყებამდე საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული საერთაშორისო კვლევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი ადგილია ვაზისა და ღვინის ისტორიაში.

„იცით, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტი მიმდინარეობს, რომელიც მრავალი ქვეყნის მეცნიერს აერთიანებს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის და მათ შორის, კვლევის მიმართულებით. იცით, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი ადგილია ვაზისა და ღვინის ისტორიაში. ეს არის ქვეყანა, სადაც პირველად ღვინო შეიქმნა და სადაც განსაკუთრებული მრავალფეროვნება გვაქვს ვაზის ჯიშების. შესაბამისად, მკვლევარებისთვის არის ძალიან საინტერესო. ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებიც, მათ შორის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი არის ინტენსიურად ჩართული სამეცნიერო პროექტში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტო. დღეს იმართება საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ჩვენი პარტნიორები არიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რასაც მივესალმებით, რადგან აქ არის ძალიან დიდი სამეცნიერო პოტენციალი. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორია ეროვნული მუზეუმი, მათი არქეოლოგიური მიმართულება, რაც ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სამეცნიერო საფუძვლებზე გვქოდეს ინფორმაცია დაფუძნებული", - განაცადა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული კვლევები, მომავალში დაეხმარება ერთის მხრივ, ადგილობრივ მეცნიერებს ახალი აღმოჩენებისთვის და მეორეს მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ღვინის და ზოგადად ქართული კულტურის მასშტაბის პოპულარიზაციისთვის.

10-05-2019

წყარო: interpressnews.ge

18-03-2019

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები

30-04-2019

Future Agro Challenge Georgia

15-02-2019

დღეიდან, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება

19-03-2019

ბათუმი ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

19-03-2019

ბათუმი ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

18-03-2019

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები

30-04-2019

Future Agro Challenge Georgia

15-02-2019

დღეიდან, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ