|
| 2477 |
|---|
Ryanair-ი და Wizzair-ი ბარგის წესში ცვლილების გამო რამდენიმე მილიონით დაჯარიმდნენ
| კომპანიები Ryanair-ი და Wizzair-ი ბარგის წესებში ცვლილებების გამო მილიონობით ევროთი დაჯარიმდნენ. 2018 წლის ნოემბრიდან ორივე კომპანიამ ბარგის წესში ცვლილებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით კაბინაში მცირე ზომის ჩემოდნის ატანაში მგზავრისგან დამატებით თანხას ითხოვდნენ. ბორტზე უფასოდ მხოლოდ ხელჩანთის ატანა იყო ნებადართული. ხუთშაბათს იტალიის კონკურენციის სააგენტომ AGCM Ryanair-ი 3 მილიონი ევროთი დააჯარიმა, ხოლო Wizzair 1 მილიონი ევროთი. მათი განცხადებით, ეს კომპანიები 5-დან 12 ევრომდე დამატებით თანხას ითხოვდნენ მგზავრებისგან კაბინაში ბარგის ასატანად. „ხელბარგი არის საჰაერო ტრანსპორტის არსებითი და საჭირო ნივთი და ის ყოველგვარი დამატებითი თანხის გარეშე უნდა იქნეს დაშვებული ბორტზე“, - აღნიშნულია AGCM-ის განცხადებაში. |

22-02-2019
წყარო: bpn
|
16-05-2023 2024 – 2025 FULBRIGHT GRADUATE STUDENT PROGRAM |
|---|
|
13-06-2019 თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს |
|
29-03-2019 სურსათის უვნებლობა ტრენინგი თბილისში |
|
22-03-2019 აკაკი ჩარგეიშვილის იდეა მთავრობას - „ანაკლიის პორტის“ მშენებლობა „საპენსიო ფონდში“ დაგროვილი საინვესტიციო ფულით დაფინანსდეს |