ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 16%-ით გაიზარდა
ნავიგატორი
1374


ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 16%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ექსპორტის გაზრდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ასე გამოიყურება: აშშ - 126% (322835 ბოთლი), ჩინეთი - 27% (2972733) და პოლონეთი - 18% (1540182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 91% (46254), ისრაელი - 72% (131184), ლიეტუვა - 57% (270564), ბელორუსი - 47% (680906), ესტონეთი - 33% (287582), ნიდერლანდები - 27% (42380), კანადა - 26% (76860), მონღოლეთი - 22% (106452), გერმანია - 9% (274721), რუსეთი - 5% (21372581) და ა.შ.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (21372581), უკრაინა (3080562), ჩინეთი (2972733), პოლონეთი (1540182) და ყაზახეთი (1223256).

„ადგილწარმოშობის დასახელებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 6047911 ბოთლი (ზრდა 6%), “მუკუზანი“ – 1957553 (ზრდა 20%), „წინანდალი“ - 1509961 (ზრდა 10%), ახაშენი - 638878 (0%), „ხვანჭკარა“ – 402802 (ზრდა 43%) და ა.შ.

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 203-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 216,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 572,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 37%)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

03-06-2019

წყარო: bpn.ge

23-03-2023

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

19-04-2019

სააღდგომოდ სპეციალისტებმა სავაჭრო ობიექტებზე კვერცხის ხარისხი შეამოწმეს

03-06-2019

სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 354 ჰა ფართობზე დაფინანსდა ზეთისხილის ბაღების გაშენება

28-12-2022

Data for Crisis Fellowship

28-12-2022

Data for Crisis Fellowship

23-03-2023

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

19-04-2019

სააღდგომოდ სპეციალისტებმა სავაჭრო ობიექტებზე კვერცხის ხარისხი შეამოწმეს

03-06-2019

სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 354 ჰა ფართობზე დაფინანსდა ზეთისხილის ბაღების გაშენება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ