გარემოსდაცვითი სამართლიანობა და ქალთა უფლებები საქართველოში
ნავიგატორი
2016

გარემოსდაცვითი სამართლიანობა და ქალთა უფლებები საქართველოში

21 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმროში Holiday Inn Tbilisi ქალთა ფონდი საქართველოში წარმოგიდგენთ We Research-ის კვლევას “სიტუაციური ანალიზი და რეკომენდაციები გარემოსდაცვით სამართლიანობასა და ქალთა უფლებებზე საქართველოში”.

კვლევის შედეგების მიხედვით, გარემოსდაცვით და გენდერულ საკითხებს შორის სუსტი კავშირის მიუხედავად, ნელ-ნელა ხდება ამ ორი თემის ურთიერთმიმართების წინ წამოწევა.

თვისებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, როგორც ცენტრალურ, ისე - ადგილობრივ დონეზე, აღნიშნავენ, რომ გენდერისა და გარემოს საკითხების კვეთის პოლიტიკის დონეზე დარეგულირება მნიშვნელოვანია და აუცილებელი, თუმცა, ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს, ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციები დგამენ და ცდილობენ გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტების გენდერული სენსიტიურობის გაზრდას.

ყველა დოკუმენტი, რომელშიც გენდერული საკითხების ხაზგასმა ხდება, ცენტრალურ დონეზე შექმნილი დოკუმენტებია, მუნიციპალურ დონეზე კი არ შემუშავებულა არც ერთი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც გენდერული და გარემოსდაცვითი საკითხების ურთიერთკვეთაა გამოხატული.

17-06-2019

წყარო: Women's Fund in Georgia

11-04-2019

ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

23-05-2019

26 მაისი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

12-03-2019

BPN Georgia-ში სიახლეა!

29-08-2019

ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ