„თხილის გადარჩენის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ნავიგატორი
1587


„თხილის გადარჩენის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა

✔ „თხილის გადარჩენის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. დარგის სპეციალისტებმა თხილის ნარგავებში ჩატარებული აგროსამუშაოების შედეგები და სამომავლო ღონისძიებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ძირითადი შედეგი მიღწეულია - ფერმერები აქტიურად ასრულებენ თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოებს და ამ ეტაპზე აუცილებელია ჩატარდეს ბოლო ორი მთავარი შეწამვლაც.

⚠ ამ დროისთვის ასოციაციამ „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ გააწევრიანა 15 000-მდე ფერმერი, რომლებიც აქტიურად ატარებენ შეწამვლით სამუშაოებს და რეკომენდაციებს იღებენ ასოციაციის აგრონომ-კონსულტანტებისგან.
აგრონომები ფერმერებს ურჩევენ, რომ ახლა, როდესაც თხილმა ნაყოფი გამოიტანა, ინტენსიურად გააგრძელონ მოსავლის დაცვის ღონისძიებები, რადგან თხილის მაღალი ხარისხი მე-5 და მე-6 წამლობაზეა დამოკიდებული.

⚠ მოსავლის აღებამდე ცოტა დრო რჩება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბრძოლის გაგრძელება როგორც აზიური ფაროსანას, ძირითადად კი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ წელს მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მას მოსავლის დაზიანება ნებისმიერ დროს შეუძლია.

⚠ შეწამვლისას აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა. თხილი უნდა შეიწამლოს დილით ადრე, ნამის შეშრობის შემდეგ ან გვიან საღამოს.

⚠ „თხილის გადარჩენის პროგრამა“ ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით.

⚠ პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რითაც მეთხილე ფერმერები აგროსამუშაოებს ატარებენ.

☎ ცხელი ხაზი: 1501

17-07-2019

წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო

25-04-2023

კონკურსი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისათვის

22-03-2019

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტის მართველი კომიტეტის მე-4 სხდომა გახსნა

23-12-2022

The Esslingen MBA: Your Key to Success

24-11-2022

სამშენებლო ჰაკათონი

24-11-2022

სამშენებლო ჰაკათონი

25-04-2023

კონკურსი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისათვის

22-03-2019

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტის მართველი კომიტეტის მე-4 სხდომა გახსნა

23-12-2022

The Esslingen MBA: Your Key to Success


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ