|
| 1802 |
|---|
სურსათის სააგენტომ დაასახელა სავარაუდო წყარო, საიდანაც „სუდანის ჯგუფის“ საღებავები საწებლებში მოხვდა
| სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას momxmarebeli.ge Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. დადგინდა იმ ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ აიღო წითელი წიწაკის ნიმუშები, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს. სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 15 აგვისტოს Momxmarebeli.ge-მ გაავრცელა. არასაკვები დანიშნულების „სუდანის“ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში. |

06-09-2019
წყარო: imedinews.ge
|
03-04-2019 ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა |
|---|
|
25-03-2019 „ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“ |
|
07-10-2022 საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო, საქართველო 2022 |
|
20-12-2022 ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის |