გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რაჭის მოსახლეობას შეხვდა
ნავიგატორი
1798


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რაჭის მოსახლეობას შეხვდა

→ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, ქ. ამბროლაურში, რაჭის მოსახლეობას შეხვდა

• შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

• მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დააყენა, მათ შორის ხე-ტყის მოპოვებასა და არაკომერციული მიზნით ქვიშა-ხრეშის ხელმისაწვდომობაზე.

• ლევან დავითაშვილმა მოსახლეობას ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააცნო და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებულია მათი საჭიროებები.

• „მოსახლეობასთან შეხვედრების ასეთი ფორმატი საშუალებას გვაძლევს, უფრო კარგად გავიგოთ იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც რეგიონებში არსებობს და შემდგომ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ როგორც საკანონმდებლო დოკუმენტებში, ასევე, სახელმწიფო პროექტებსა და აქტივობებში. მოსახლეობის მხრიდან იყო შენიშვნები, რომელიც ჩვენ უკვე ავსახეთ მარეგულირებელ დოკუმენტებში და სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე გაითვალისწინა. ესენია ტყით სარგებლობის და ბუნებრივი რესურსების მოპოვების საკითხები, რომლებიც უკვე ინიცირებულია და მთავრობა უახლოეს ხანებში მიიღებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

→ მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის 253 სოფელში, 203 შეხვედრა გაიმართა.

25-11-2019

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

03-03-2019

აზერბაიჯანი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებას 11%-ით გაზრდის

18-03-2019

დავით სერგეენკო - საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალოევროპულ დონეზე ვართ

21-03-2019

„დსთ-ს ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი"

17-10-2019

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა

17-10-2019

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა

03-03-2019

აზერბაიჯანი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებას 11%-ით გაზრდის

18-03-2019

დავით სერგეენკო - საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალოევროპულ დონეზე ვართ

21-03-2019

„დსთ-ს ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი"


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ