|
| 2392 |
|---|
ინოვაციური პროგრამა
| 2019 წელს ინოვაციური პროგრამა - USAID–ის კარტოფილის პროგრამა დავიწყეთ. პროგრამის მიზანი მარტივია - კარტოფილის მწარმოებლების უზრუნველყოფა იმ საშუალებებით და ტექნოლოგიებით, რომლებიც აუცილებელია მაღალხარისხიანი კარტოფილის წარმოებისა და იმპორტულ პროდუქციასთან კონკურენციისთვის. ”ამ პროგრამის ყველა კომპონენტი ხელს შეუწყობს ფერმერებს გაუმჯობესებული მოსავლის მიღებასა და ბაზრის მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი კარტოფილით უზრუნველყოფაში. ამასთანავე, ჩვენი თანამშრომლობა კერძო სექტორთან ქვეყანაში შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს” - განაცხადა USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა. ახალციხეში დავაარსეთ კარტოფილის თესლის უახლესი ლაბორატორია და თესლის სამოდელო მეურნეობა. 19 სხვადასხვა ჯიშის კარტოფილის თესლის წარმოებისთვის ლაბორატორია იყენებს ინ ვიტრო განაყოფიერებას, რაც დაავადებისადმი მდგრადი და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე. პროგრამა გეგმავს 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მასშტაბით 15000-ზე მეტი ფერმერი უმაღლესი ხარისხის სათესლე კარტოფილით უზრუნველყოს. ამ მხარდაჭერის შედეგად შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 8.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. |

27-04-2021
წყარო: USAID
|
10-05-2019 ISET გახდა Future Agro Challenge Georgia-ს პარტნიორი |
|---|
|
29-03-2019 ქართული პროდუქცია იაპონიის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი |
|
22-08-2019 სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ საჯარო დებატები გაიმართება |
|
09-02-2023 ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის |