|
551 |
---|
საფერავის საერთაშორისო კონკურსი
ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოში საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. კონკურსის მისია:
კონკურსის მიზანი:
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა: კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა წითელი ჯიშის ყურძნის საფერავში შერევით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
ნიმუშების მოტანამდე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთოთ გადახდის ქვითარი. ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს მისამართზე: მთაწმინდის ქ. 12, 0108 თბილისი, 17 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, 13:00-დან 17:00 საათამდე. ნიმუშებს თან უნდა დაურთოთ გადარიცხვის ფურცელი. მნიშვნელოვანი:
ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი: ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით. მიმღების სახელი: ააიპ ასოციაცია „ ქართული ღვინო“ მიმღები ბანკი“ ს.ს. „ თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22 მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006 დანიშნულება: საფერავის საერთაშორისო კონკურსის საფასური თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2022 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. ნიმუშების მიღება და დასაწყობება: ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით. ჟიური: საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება. ჯილდოები: ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება რეგისტრაციის დროს მითითებულ საკონტაქტო პირს. შენიშვნა: საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-თან შეთანხმებით. *საფერავი– საფერავი ყველაზე გავრცელებული ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. საფერავისგან მზადდება მაღალხარისხიანი წითელი მშრალი ღვინოები დაძველების დიდი პოტენციალით. საფერავი გამოიყენება ტკბილი, ნახევრად ტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლადაც. საფერავისგან მზადდება საყოველთაოდ აღიარებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „მუკუზანი“, „ნაფარეული“(წითელი), „ახაშენი“, „ქინძმარაული“, ასევე ჯიშური დასახელების „საფერავი“.
წყარო: ასოციაცია "ქართული ღვინო" |
26-09-2022
წყარო: ასოციაცია "ქართული ღვინო"
20-10-2023 კონკურსი რეგიონული მედიისთვის |
---|
10-10-2022 2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს |
12-09-2022 მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო |
24-11-2022 სამშენებლო ჰაკათონი |