|
| 889 |
|---|
თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა
| იჩქარეთ, თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა. ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
წელს ბიზნესდაჯილდოება წარმოდგენილია შემდეგი ნომინაციებით:
ტრადიციულად წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი :
ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.
ნაწილობრივ იცვლება გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSE და „აწარმოე საქართველოში“. UN Women-მა წელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, არის კვლევით ი კომპანია ANOVA.
გამარჯვებულები დაჯილდოების ფინალური ღონისძიებაზე, დეკემბერში გამოვლინდება. თუ ჯერ არ ხარ ბიზნესდაჯილდოების მონაწილე, განაცხადი შეგიძლია შეავსო აქ: https://www.businessaward.ge/
წყარო: https://commersant.ge/ |

18-10-2022
წყარო: თიბისი
|
11-03-2019 FAB სკოლა 19 მარტს 3D მოდელირების ტრენინგზე გიწვევთ! |
|---|
|
17-07-2019 ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2020 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება |
|
18-03-2019 დავით სერგეენკო - საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალოევროპულ დონეზე ვართ |
|
11-05-2023 შექმენი მონაცემთა ამბავი და მოიგე ფულადი პრიზები. Საპრიზო ფონდი 3000 ლარია |