|
419 |
---|
DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება
DataFest Tbilisi, მონაცემთა საერთაშორისო ინგლისურენოვანი ფესტივალი, 17-19 ნოემბერს თბილისში, Rooms Hotel-სა და ონლაინ, Zoom-ში გაიმართება. DataFest Tbilisi ყოველწლიური ღონისძიებაა და წელს უკვე მეექვსედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში Rooms Hotel Tbilisi-ში 5 თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბება. მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპებსა და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებს, დისკუსიებსა და დატათონებს შემდეგი მიმართულებებით დაესწრებით: მონაცემთა ანალიტიკა ვორკშოპები, დატატონი და დისკუსია მონაცემთა ანალიტიკის უახლესი მოდელებისა და ინსტრუმენტების შესახებ. მონაცემთა ჟურნალისტიკა ვორკშოპები, ინსპირაციული გამოსვლები, პრეზენტაციები და დატათონი მონაცემთა ჟურნალისტიკის, სთორითელინგისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გარშემო. მონაცემთა ვიზუალიზაცია პრაქტიკული ვორკშოპები, ინსპირაციული გამოსვლები, დატათონი და მენტორობის პროგრამა ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით. მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა ვორკშოპები, დატათონი და პანელური დისკუსიები ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის. მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი ვორკშოპები და დისკუსიები მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. DataFest Tbilisi 2022-ის ხუთივე მიმართულებაში ინტეგრირებულია მისინფორმაციის თემა. სფეროს სპეციალისტებთან შეხვედრები და ვორკშოპები ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ კამპანიებზე, მეთოდებსა და მათთან ბრძოლის ტექნიკებზე მოგითხრობთ. DataFest Tbilisi უმასპინძლებს The Glass Room Misinformation გამოფენასაც. Tactical Tech-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო პროექტის მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათზე რეაქციას. სტარტაპების ექსპოს თემა ანტრეპრენერებისა და სტარტაპების დამფუძნებლებისთვის იქმნება, აერთიანებს პანელურ დისკუსიებსა და საუბრებს სტარტაპის შექმნისა და დაფინანსების მოძიების შესახებ. DataFest Tbilisi მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება 3 დღეს გრძელდება და იწვევს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებს, მონაცემთა მეცნიერებას, თუ ვიზუალიზაციას უკავშირდება. ქმნის დინამიკურ და მეგობრულ გარემოს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ნეთვორქინგის, ახალი თანამშრომლობების მოძიებისათვის. DataFest Tbilisi აერთიანებს ტოპ და შუა რგოლის მენეჯერებს, მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპების დამფუძნებლებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს. DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია ForSet - არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი, რომლის მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. მთავარი პარტნიორები: Bank of Georgia, Grant Thornton, Georgia's Innovation & Technology Agency, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პარტნიორები: AskGov.ge, Tactical Tech, National Endowment for Democracy, Alliance of Democracies, ევროკავშირი საქართველოსთვის, Open Government Partnership მხარდამჭერები: Zinc Network, Adjara Group, D Block, CRISP Berlin, Terminal Community პარტნიორები: Tbilisi School of Communication, WiFisher დეტალური ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს: www.datafest.ge.
წყარო: https://www.bpn.ge/ |
16-11-2022
წყარო: Bank of Georgia
01-05-2019 ევროპის ქვეყნებში თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა |
---|
11-03-2019 USAID-ის "ზრდა" პროექტის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთობლივი ინიციატივა - ანაკლიის სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა გახსნილია! |
05-04-2019 საერთაშორისო გამოფენა - Automechanika Istanbul |
27-02-2019 ადიგენის რაიონის სოფელ უდეში პროექტი „SAY YES“ „თქვი კი“ – ფარგლებში დუალური განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა |