|
| 1217 |
|---|
კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის
| ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი სტარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იღებს. პროექტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობას 1500 კანდიდატი მიიღებს. პროექტის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი ტექნოლოგიებში ჩართულობის უზრუნველყოფა და გადამზადების შემდგომი დასაქმების პროცესში მხარდაჭერა, აგრეთვე, სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში. პროექტი ხორციელდება USAID-ის თანა-დაფინანსებით და მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, Front-end დეველოპმენტის, Back-end დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით გადამზადდება 1500 მონაწილე. შერჩეულ მუნიციპალიტეტებს შორისაა: სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გარდა ამისა: წეროვნანის დევნილთა დასახლება. აგრეთვე, შეიქმნება ონლაინ სასწავლო პლატფორმა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქალთა სამუშაო და სასწავლო სივრცეები. ტექნოლოგიების მოდულების გარდა, გადამზადება მოხდება ინგლისურ ენაში. გაიმართება კარიერული ბუთქემფები და დასაქმების ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია. პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიერ ინტერესის გამოხატვის ფორმა უკვე შემუშავებულია და ხელმისაწვდომია ბმულზე. პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 16 იანვარს. მიზნობრივი ჯგუფია შერჩეულ რეგიონში მცხოვრები, 16დან 40 წლის ასაკამდე ქალები. პროექტის განხორციელების ვადაა 01.12.22-30.11.2024
|

21-12-2022
წყარო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
|
21-03-2019 „დსთ-ს ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი" |
|---|
|
29-05-2019 აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში |
|
17-07-2023 EU4Digital მცირე და საშუალო საწარმოებში ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად EdTech Hub-ის პროგრამისთვის პარტნიორებს ეძებს |
|
11-04-2019 ფინანსთა სამინისტრო: მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმას მხარს უჭერს |