საუნივერსიტეტო ონლაინ კურსი – „არაძალადობრივი მოძრაობების სტრატეგიები – სამოქალაქო და სოციალური კამპანიების ანალიზი“
ნავიგატორი
881

საუნივერსიტეტო ონლაინ კურსი – „არაძალადობრივი მოძრაობების სტრატეგიები – სამოქალაქო და სოციალური კამპანიების ანალიზი“

20 დეკემბერს დაიწყო სტუდენტების რეგისტრაცია ინგლისურენოვან საუნივერსიტეტო ონლაინ კურსზე – არაძალადობრივი მოძრაობების სტრატეგიები – სამოქალაქო და სოციალური კამპანიების ანალიზი“. კურსს გაუძღვება ცნობილი სერბული ორგანიზაცია CANVAS-ი, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტების სწავლებისა და კონსულტირების 20-წლიანი გამოცდილება აქვს 50-ზე მეტ ქვეყანაში.

საუნივერსიტეტო კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან არაძალადობრივი სამოქალაქო მოძრაობებისა და კამპანიების განხორციელების სტრატეგიებს,  მიიღებენ ინფორმაციას სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ ჩართულობის უზრუნველყოფის გზებზე და სხვ. კურსზე განხილული იქნება სამოქალაქო მოძრაობების პრაქტიკული და თეორიული ასპექტები წარსულში წარმატებული და ამჟამად მიმდინარე არაძალადობრივი სამოქალაქო მოძრაობების მაგალითებზე. დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ბროშურაში – Strategies of Non-Violent Movements.

ინგლისურენოვანი ონლაინ კურსი განკუთვნილია ბაკალავრიატის  III-IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. პირველ ეტაპზე კურსზე დარეგისტრირება ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეუძლიათ, ესენია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სულხან-საბა ორბელიანის ინსტიტუტი.

კურსი დაიწყება გაზაფხულის სემესტრიდან და 16 კვირა გაგრძელდება. რეგისტრაცია გაგრძელდება 27 იანვრამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე.

საუნივერსიტეტო კურსი ტარდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

წყარო: USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა

23-12-2022

წყარო: USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა

04-05-2019

პაშა ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კრწანისის ტყე-პარკი დაასუფთავა

17-02-2019

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის

10-04-2019

ქართულმა სტარტაპმა სამსახურში ძაღლი აიყვანა

23-11-2022

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით Data Challenge-ი მეორედ იწყება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ