|
723 |
---|
მენეჯერთა გადამზადების კურსი გერმანიაში - Fit for Partnership
სააგენტო "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. აღნიშნული უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ შეხვედრები. პროგრამის ძირითადი მიზნები:
პროგრამა მოიცავს როგორც ტრეინინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან. პროგრამაში მონაწილეობა (სამიზნე ჯგუფი): პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებს, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ასევე კომპანია 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე, ქონდეს სურვილი ითანამშრომლოს გერმანულ კომპანიებთან კონკრეტული იდეებით. გლობალური პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე პროგრამა ადაპტირდა ვირტუალური ფორმატზე და შედგება 3 ნაწილისგან: ვირტუალური პროგრამის ფაზა მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემნინარებს. (Follow-up Phase) ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში კონტაქტი ექნებათ გერმანულ ტრენინგ ცენტრთან. პროგრამის დასრულება გერმანიაში ვირტუალური პროგრამის დასრულებიდან 6-12 თვის ვადაში მონაწილეებს მიიწვევენ 1 კვირით გერმანიაში, სადაც ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთანავე, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან. პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები: ჯგუფი I ივნისი, 2023 – აპრილის, 2024
ჯგუფი II ივლისი, 2023 – აპრილი, 2024
შერჩევის პროცესი:
პროგრამის საინფორმაციო ბროშურის და სააპლიკაციო დოკუმენტების სანახავად, დააჭირეთ ღილაკს:
გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო დოკუმენტები მოგვაწოდოთ, არაუგვიანეს 2023 წლის 14 აპრილისა. შევსებული საპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი გადმოაგზავენთ ელ.ფოსტაზე: apply_mtp@enterprise.gov.ge (თემა: Fit for Partnership - სახელი და გვარი). დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://managerprogramm.de/en/business-with-germany/ *შენიშვნა - კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, გერმანიაში ვიზიტისთვის, შესაძლოა, აპლიკანტს მოეთხოვოს, სრულად ჩატარებული ვაქცინაცია, ევროკავშირის მიერ აღიარებული ვაქცინით. (Moderna, Johnson, Pfizer, Astra Zeneca)
წყარო: აწარმოე საქართველოში |
01-03-2023
წყარო: აწარმოე საქართველოში
25-03-2019 8 ავიაკომპანიიდან, სადაც მგზავრებს ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობენ, 3 საქართველოში დაფრინავს |
---|
20-02-2019 თურქეთიდან იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი 24%-ით შემცირდა |
05-04-2019 თურქეთის ეკონომიკური რეცესია - ერდოღანის აქილევსის ქუსლი |
01-04-2019 23 000-ზე მეტი ვეტერანი მაისიდან 22-ლარიან დახმარებას მიიღებს |