ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თემაზე კონკურსი გამოაცხადა
ნავიგატორი
558


ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თემაზე კონკურსი გამოაცხადა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს კონკურსში იწვევს. ინიციატივის მიზანი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სოციალური შედეგების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ პრესრელიზში აღნიშნა, რომ ქვეყანაში საგზაო შემთხვევების რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია. ამის დასტურია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) „გლობალური სტატუსის ანგარიში“. მის თანახმად, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვალება ნაადრევი სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მე-6 ადგილზეა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და პირველ ადგილზეა 5-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში.

კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ 5-წუთიანი დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ან ჰიბრიდული ჟანრის ფილმი. ნამუშევარი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით ან ინგლისურ ენაზე ქართული სუბტიტრებით და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე.

საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება 4,000 ევროს ოდენობის პრიზით, ხოლო მეორე ადგილზე გასული ნამუშევარი 2,000 ევროს მიიღებს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 22 მაისი.

კონკურსი პოლონეთის განვითარების ფონდების და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. ის ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის, „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“, ფარგლებში და რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 22, 2023

 


 

წყარო: https://euneighbourseast.eu/

16-03-2023

წყარო: ევროკავშირი

23-05-2019

26 მაისი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

29-05-2019

აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში

25-06-2019

დაკრედიტების მოცულობამ 27.6 მლრდ-ს გადააჭარბა

04-08-2019

თანამშრომელს ხელფასებს უზრდის-განცხადება

04-08-2019

თანამშრომელს ხელფასებს უზრდის-განცხადება

23-05-2019

26 მაისი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

29-05-2019

აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში

25-06-2019

დაკრედიტების მოცულობამ 27.6 მლრდ-ს გადააჭარბა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ