სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - რეგიონები
ნავიგატორი
462


სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - რეგიონები

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმშიოზურგეთშიზუგდიდსა და ქუთაისში

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ ცვლილებების ინიციატორები!

** თუ ხარ 18-29 წლის
** ცხოვრობ საქართველოში და ხედავ შენს რეგიონში საზოგადოებრივ და გარემოსდაცვით გამოწვევებს
** გსურს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო მათ მოგვარებაში

მაშინ ჩაერთე ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში! გაიგე მეტი სოციალური მეწარმეობის შესახებ, მიიღე ფინანსური მხარდაჭერა, რომ გააგებინო შენს რეგიონში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას სოციალური მეწარმეობის შესახებ, გახდი საუკეთესო ელჩი და გაემგზავრე ევროპაში სასწავლო ვიზიტით!

სოციალური მეწარმოების ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზნებია:

** ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა;
** ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში;
** ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათი წახალისება ფინანსური მხარდაჭერით (700 EUR) თავიანთ რეგიონებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით;
** ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.

პროგრამაში მონაწილეობის ხარჯები სრულად დაფინანსებულია ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით.

პროგრამა მოიცავს სოციალური მეწარმეობის შესახებ საზაფხულო სკოლასა და პროექტების კონკურსს.

საზაფხულო სკოლა - ახალგაზრდები 5 დღის მანძილზე გაეცნობიან სოციალურ მეწარმეობას, იმუშავებენ მათ გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, ეწვევიან სოციალურ საწარმოებს და მიიღებენ მონაწილეობას თემატურ ვორქშოპებში. ახალგაზრდები გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას პროექტების კონკურსისთვის.

პროექტების კონკურსი - სკოლის შემდეგ, მონაწილეები ჩაერთვებიან პროექტების კონკურსში, რომლის მიზანია რეგიონებში სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

გამოვლინდება 6 გამარჯვებული მთელი საქართველოდან, რომლებიც გახდებიან CSRDG-ს ახალგაზრდა ელჩები თავიანთ რეგიონებში, მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებენ სოციალური მეწარმეობით მეტი ადამიანის დაინტერესებაზე.

საუკეთესო ელჩი სხვა პრიზებთან ერთად, დაჯილდოვდება საერთაშორისო ვიზიტით ევროპაში.

განაცხადები მიიღება 24 აპრილამდე. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

CSRDG სოციალური მეწარმეობისა და კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაციის უკეთ გასაცნობად მართავს შეხვედრებს რეგიონებში. CSRDG-ის წარმომადგენლები ახალგაზრდებს გააცნობენ სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობასა და პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობებს.

** ბათუმი - 3 აპრილი, 13:00 საათი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რეგისტრაცია)
** ოზურგეთი - 3 აპრილი, 17:00 საათი, ტექნოპარკის სივრცე (რეგისტრაცია)
** ზუგდიდი - 4 აპრილი, 13:00 საათი, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რეგისტრაცია)
** ქუთაისი - 5 აპრილი, 16:00 საათი, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი (რეგისტრაცია)

პროგრამა პროექტის "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ხორციელდება CSRDG-ს მიერ ევროკავშირისა და "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით.

საკონტაქტო პირი: მარიამ მჭედლიშვილი - mariam.mtchedlishvili.2@gmail.com

 


 

წყარო: https://jobs.ge/

03-04-2023

წყარო: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

24-04-2019

პრემია "ჟირაფი"

15-02-2019

ფინეთში უმუშევრებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა

19-03-2019

სენაკში ლურჯი მოცვის პლანტაცია სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა

27-03-2019

ქალთა როლი ეკონომიკურ ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში

27-03-2019

ქალთა როლი ეკონომიკურ ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში

24-04-2019

პრემია "ჟირაფი"

15-02-2019

ფინეთში უმუშევრებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა

19-03-2019

სენაკში ლურჯი მოცვის პლანტაცია სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ