უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები მოსწავლეებისთვის
ნავიგატორი
517


უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები მოსწავლეებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიბერლაბორატორია უნილაბი მთელი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროექტს „უნილაბი სკოლაში“.

პროექტი დისტანციურად განხორციელდება მე-8-მე-12-კლასელებისთვის.

მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ღია ლექციების ფორმატით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოიპოვონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება და გაიარონ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

  • გრაფიკული დიზაინი
  • Unity 3D
  • C#

შერჩეული მონაწილეებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


პროექტის ეტაპები

  • პირველი ეტაპი მოიცავს ღია ლექციებს, რომლებზეც მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე პროფესიებს და მოემზადებიან პროექტის მეორე ეტაპისთვის. კერძოდ, ღია ლექციებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით შეასრულებენ სატესტო დავალებებს, რომელთა წარმატებით შესრულებაც განსაზღვრავს დაფინანსების მოპოვებისა და კურსის გავლის შესაძლებლობას;
  • მეორე ეტაპზე მოსწავლეები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მოიპოვებენ დაფინანსებას, გაივლიან სამი პრაქტიკული კურსიდან (Front-end დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#) ერთ-ერთს; სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ-დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning).
  • თითოეული კურსი მოიცავს 14 ლექციას. კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე.
  • მესამე ეტაპზე კი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით 1 თვის განმავლობაში იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში მათ კონსულტაციებს ლექტორები გაუწევენ.
  • პროექტის მონაწილეებს ექნებათ საშუალება, შეიძინონ ცოდნა თანამედროვე პროფესიებში, ისარგებლონ უნილაბის სივრცით, დასვან შეკითხვები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები გამოცდილი ლექტორებისა და სტუდენტებისაგან, იმუშაონ რეალურ პროექტებზე და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.

პრიზი
მოსწავლეების მიერ შესრულებულ ფინალურ პროექტებს შეაფასებს პროექტის ჟიური. თითოეულ კურსზე გამოვლინდება რჩეული პროექტი, რომლის ავტორიც დასაჩუქრდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირობებიანი სასტიპენდიო ვაუჩერით, ასევე სხვადასხვა პრიზით, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები დააწესებენ.


ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

მე-8-მე-12 კლასების ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სურს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და წარმატებით შეავსებს სააპლიკაციო ფორმას 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით.

როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ თქვენთვის საინტერესო კურსის სააპლიკაციო ფორმა 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით.

  • კურსის „Front-end დიზაინის საწყისები“ სააპლიკაციო ფორმა – https://bit.ly/40uNxqc
  • კურსის „Unity 3D“ სააპლიკაციო ფორმა – https://bit.ly/40uNxqc
  • კურსის „C#“ სააპლიკაციო ფორმა – https://bit.ly/40uNxqc

ვინ მასწავლის?

არჩეული კურსის მონაწილეებს შესაბამის თეორიულ ცოდნას მისცემენ და რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში მენტორობას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორები.

გრაფიკული დიზაინი: ნენე არაბული, UI/UX დიზაინერი. გავლილი აქვს ჯეოლაბის UI/UX განხრის კურსი და უმუშავია არაერთი კომპანიის საიტისა და აპლიკაციის დიზაინზე.

Unity 3D: თამთა ასათიანი, Game developer-ი, რომელიც თამაშებზე 15 წლიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში მონაწილეობდა მრავალი თამაშის შექმნასა და საქართველოს განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტში.

C#: ვარლამ დადიანი, ბექენდ დეველოპერი. 2019 წლიდან მუშაობს odrex software-ში ბექენდდეველოპერად. კითხულობდა C#-ის ლექციებს ჯეოლაბში.

რას მომცემს პროექტში მონაწილეობა?

გაძლევს შესაძლებლობას:

  • მეტი ინფორმაცია მიიღო მომავლის პროფესიებზე;
  • ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინო ინტერესის სფერო და შესაბამისად გაიღრმაო ცოდნა;
  • გაეცნო ისეთ ინფორმაციას, რომელიც სასკოლო პროგრამით არ არის გათვალისწინებული;
  •  თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული დავალებების საშუალებით დაეუფლო შენთვის საინტერესო პროფესიის საფუძვლებს;
  • შეიძინო ახალი მეგობრები ტექნოლოგიების სამყაროდან.

სწრაფი ბმულები კურსების შესახებ

 


 

წყარო: ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტი

28-04-2023

წყარო: ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტი

18-10-2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი ტექნიკა გადაეცა

23-02-2019

მარიამ ქვირივიშვილი და ინვესტორთა საბჭო “მჭიდრო თანამშრომლობაზე“ შეთანხმდნენ

29-05-2019

ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ 130 000%-ს გადააჭარბა

21-12-2022

აგრო სესხი

21-12-2022

აგრო სესხი

18-10-2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი ტექნიკა გადაეცა

23-02-2019

მარიამ ქვირივიშვილი და ინვესტორთა საბჭო “მჭიდრო თანამშრომლობაზე“ შეთანხმდნენ

29-05-2019

ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ 130 000%-ს გადააჭარბა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ